ხელის გულზე ჩანს, როგორ მოქმედებენ სხვა ქვეყნებში არსებული სხვადასხვა ძალების დავალებებით საქართველოში ჯაშუშები, თუ ვინმე ამის სამართლებრივ შეფასებას ითხოვს, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს

ხელის გულზე ჩანს, როგორ მოქმედებენ სხვა ქვეყნებში არსებული სხვადასხვა ძალების დავალებებით საქართველოში ჯაშუშები, თუ ვინმე ამის სამართლებრივ შეფასებას ითხოვს, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს
ჩვენ ამ განცხადების საწინააღმდეგო არაფერი შეიძლება გვქონდეს, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მეორე დღესვე ამაზე შესაბამისი, ადეკვატური და მათ შორის, შეგვიძლია დავარქვათ, პოზიტიური პასუხი მივიღეთ, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივა, რომელიც ორგანიზაციის მიერ, ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში საჩივრის შეტანას გულისხმობს.
მდინარაძის შეფასებით, ხელის გულზე ჩანს, თუ როგორ მოქმედებენ ჯაშუშები საქართველოში სხვა ქვეყნებში მოქმედი სხვადასხვა ძალების დავალებების შესაბამისად, ამიტომ, თუ ვინმე ამაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს, მმართველ გუნდს, ამის საწინააღმდეგო ვერაფერი ექნება. „ფაქტია, ვიდრე კომისია შეიქმნება, უკვე უზრუნველვყავით საზოგადოების ჩართულობის რაღაც ხარისხი, იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილის მხრიდან, კონკრეტული ორგანიზაციის მხრიდან, წამოვიდა ინიციატივა იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ იმ მანდატის ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც იმუშავებს საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლებში – გასაგებია, მაშინ იყო რეჟიმი შესაბამისი ძალაუფლებით და უფლებამოსილებით, რომელსაც ბოროტად და სასტიკი დანაშაულების ჩადენისთვის, საკუთარი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებისთვის იყენებდნენ – ამის გარდა, საზოგადოებისგან ინიციატივა წამოვიდა იმის შესახებაც, რომ ამ ქსელმა, ზოგი დაიმატა, ზოგი მიიერთა და გააგრძელა დანაშაულებრივი, ჯაშუშური საქმიანობა. პოლიტიკურ დონეზე არაერთხელ შეგვიფასებია და არამხოლოდ ჩვენი აზრია – საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოგვყვება ამ შეფასებაში და ხელის გულზე ჩანს, როგორ მოქმედებენ სხვა ქვეყნების თუ ამ ქვეყნების წარმომადგენლების, სხვა ქვეყნებში არსებული სხვადასხვა ძალების, „დიფ სთეითის“ თუ ა.შ. დავალებებით საქართველოში ჯაშუშები.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ სხვადასხვა ძალების მიერ წარმოებული ჯაშუშური საქმიანობა არ ჯდება საგამოძიებო კომისიის მიერ 2003-12 წლების დანაშაულების შესწავლის ფორმატში და ამას სამართლებრივი შეფასება სჭირდება, რომლის შეფასების სტანდარტი, კიდევ უფრო მაღალია.
„თუკი ვინმე ამის სამართლებრივ შეფასებას და შესაბამის რეაგირებას ვინმე ითხოვს, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, იმიტომ, რომ ეს არ არის მაგალითად, 2003-12 წლების მანდატში, ამას უკვე სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ სამართლებრივი შეფასების სტანდარტი კიდევ უფრო მაღალია, მტკიცებულებების დონეზე უწევს სახელმწიფოს კონკრეტული დანაშაულის დამტკიცება. სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობას, კიდევ დამატებითი ძალისხმევა სჭირდება, უდანაშაულობის პრეზუმფციის ელემენტებიც შემოდის და ა.შ. მაგრამ, თუ ასეთი შესაბამისი რეაგირება და მტკიცებულებები იქნება, რაც მეორე მხარეს ხელის გულზე გვიდევს და ყველამ ვიცით, საწინააღმდეგო არაფერი შეიძლება გვქონდეს.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს დააბრალეს ყველაფერი რის დაბრალებაც მოაფიქრდა ყველა დამსწრეს, სალომედან დაწყებული ლორა თორტონით დამთავრებული, რა თქმა უნდა, არცერთი კონკრეტული ფაქტი მაგიდაზე არ დაუდიათ, მთავარი ხომ აღქმებია!