“იმ ბიჭის დედას, რომლის შვილს ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ, მანდატური ეუბნება კომფორტი გინდაო?”–

ჟურნალისტი, , რომელიც საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესს ესწრება, წერს:
სულ მესმის ხოლმე აღშფოთებული სტატუსები სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ როცა შენი ყურით უსმენ ამ სიგიჟეს, აბსურდს, შოკის მდგომარეობა გარანტირებულია. ეს რომ აჩვენო ლაივში ქოცები კიდევ უფრო მეტად ჩამოიქცევიან. შეუძლებელია ამ ცირკს უყურო მყარი ნერვებით. … რეზო კიკნაძის დედა დგას ჭყლეტაში. და იმ ბიჭის დედას, რომლის შვილს ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ, მანდატური ეუბნება კომფორტი გინდაო? ქალი ნახევრად ცუდადაა, იძახის წავიქცევი ახლაო.. … ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა დარბაზის შეცვლის. უმრავი გულშემატკივარი დარჩა გარეთ. ადვოკატების ნაწილს, საერთოდ არ აქვს შესაძლებლობა არათუ ბრალდებულთან კომუნიკაციის, არამედ ვერც უყურებს პროცესს. რაღაც ბარიკადების უკან შეუდგეს მაგიდა ერთ-ერთ ადვოკატს. მოსამართლეს ვერც ხედავს. მოსამართლეც კი შეწუხდა და იქნებ ეს რაღაც გადადგათო, მოუწოდა მანდატურებს. რომელიღაც ბრალდებულმა წამოყო თავი და წამოიძახა, მე მაქვს იდეა, იქნებ ვეცეთ და წავაქციოთ ეს ბარიკადიო. ეს ოხუნჯი ბრალდებული ცხადია ონისე ცხადაძე იყო:) აქაც ხუმრობს და ბევრად კარგ ხასიათზეა, ვიდრე რომელიმე ქოცი …

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის კიდევ ორი მონაწილე – ქეთევან ხუსკივაძე და ნინო ბარძიმიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო – ხუსკივაძეს 5 000-ლარიანი ჯარიმა, ბარძიმიშვილს კი 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში ჩართულნი – ამასთან, რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონები გარკვეულ წარმატებებს აღწევენ: ჩვენი ქვეყანა ბოლომდე დამშვიდებული არ არის