გიორგი რუხაძე – სანქციების მატარებელი დაძრულია, „ვედრო მანეთად“ დასანქცირდება ყველა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ გადაწყვეტს სვლას – უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ბიზნესმენი განულებულია, თუმცა პოლიტიკურად მაინც ცოცხალია

სანქციების მატარებელი დაძრულია – „ვედრო მანეთად“ დასანქცირდება ყველა, ვინც ამ ქვეყნის წინააღმდეგ გადაწყვეტს სვლას – დღევანდელი მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ , როგორც ბიზნესმენი განულებულია, კეთროვანია, – ამის შესახებ “აირჩიე ევროპის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც გიორგი რუხაძემ აღნიშნა, „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტი“ და „მეგობარი აქტი“ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციის საწყის ეტაპზეა, ვინაიდან „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ პოლიტიკური სასჯელია.
„სანქციების მატარებელი დაძრულია. ჩვენ ვნახეთ პირველი რიგის სანქციები, ივანიშვილი დაასანქცირეს, გომელაური თვისი მოადგილეებით „მაგნიტსკის სიაშია“ შესული. „MEGOBARI აქტი”, რომელიც მზადდება, იქნება დასაყრდენი იმისთვის, რომ როდესაც გადაწყვეტს შეერთებული შტატები, ვაშინგტონი დაასანქციროს არა ერთი, არამედ 100-500 ადამიანი, საკანონმდებლო ბაზა ჰქონდეს, დიდი დრო არ დასჭირდეს. ივანიშვილამდე მისვლას, დასჭირდა საკმაოდ დიდი დრო, კონკრეტული აქტი არ არსებობდა საქართველოსთან მიმართებაში, ახლა კი იარსებებს. „ვედრო მანეთად“ დასანქცირდება ყველა, ვინც ამ ქვეყნის წინააღმდეგ გადაწყვეტს სვლას.
მინდა ვთქვა, რომ „MEGOBARI აქტი“ ითვალისწინებს ორი ტიპის სანქციებს, ეს არის ფინანსური სანქციები, რომელსაც აწესებს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინა, ასევე არის სავიზო სანქციები. ეს ორივე ერთად საკმაოდ მძიმე სანქციაა, ვინაიდან ადამიანს, როგორც ბიზნეს ერთეულს ანულებს. დღევანდელი მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ბიზნესმენი განულებულია, კეთროვანია. წარმოიდგინეთ, რაიმე საქმიანი ურთიერთობა რომ მქონდეს ივანიშვილთან, იმ დღესვე დავამთავრებდი, როდესაც ამერიკული სანქციების ქვეშ იქნებოდა. ეს ჩემს ბიზნესს და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს. ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით საქმიან ურთიერთობაში არის ივანიშვილთან, აჩერებს მასთან ურთიერთობას. თუმცა, ივანიშვილი პოლიტიკურად მაინც ცოცხალია, ის მმართავს ქვეყანას, ის არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე. „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ არის პოლიტიკური სასჯელი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იზოლაცია, რომელიც დაიწყო, სრული პოლიტიკური იზოლაციით დასრულდება. როდესაც ხვდები აქ, ნიშნავს რომ დიქტატურა ხარ, სისხლიანი რეჟიმი, ეუბნება ყველას, ვინმე ამ ხალხთან რაიმეს საქმეს თუ დაიჭერს პოლიტიკური თვალსაზრისით, ისინი აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ. ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური განაცხადი საქართველოს რეჟიმზე. აღნიშნულით ამბობენ, რომ ივანიშვილის რეჟიმი უდრის ასადის რეჟიმს, ლუკაშენკოს რეჟიმს. ასეთი სიმძიმის აქტია „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“,- აღნიშნა რუხაძემ.
ამასთან, გიორგი რუხაძემ აღნიშნა, რომ რეჟიმი მაშინ ჩამოიშლება, როდესაც დასუსტდება, დღევანდელი საპროტესტო მუხტი კი საკმარისი არ არის. ამასთან, რუხაძემ განმარტა, რომ ხელისუფლების არაღიარება უნდა გადავიდეს დაუმორჩილებლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს ამბავი წარმოადგენს „გველს, რომელსაც შხამი არ აქვს“.
„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ახლა ალყაშია, ალყის ამოცანაა რეჟიმს გადაუკეტოს სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსები. ეს სანქციები ერთი რკალია, მეორე რკალია შიდა პროტესტი. რამდენად საკმარისია დღევანდელი მუხტი, რომელიც ქუჩაშია?- არ არის საკმარისი. საკმარისი რომ იყოს, აქამდე მივიდოდით არჩევნებამდე. საჭიროა მეტი ხალხი, გამწვავება. შიდა პროტესტმა უნდა მიაღწიოს იმას, რომ რეჟიმს ყოველი დღე გაურთულდეს. დღევანდელი მდგომარეობით პროტესტი დისკომფორტს უქმნის, მაგრამ რეჟიმი ამ ტიპის პროტესტს მიეჩვია, ეს უნდა გადავიდეს ახალი ტიპის პროტესტში. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აღიარებს ამ ხელისუფლებას, არაღიარება უნდა გადავიდეს არდამორჩილებაში. რეჟიმი მაშინ ჩამოიშლება, როდესაც დასუსტდება, საზოგადოება აღარ დაემორჩილება. ის არ უნდა გააკეთოს, რასაც რეჟიმი ეუბნება, არ გადაიხადოს გადასახადი, არ დაემორჩილოს პოლიციას, არ უნდა აღიაროს და დაემორჩილოს. წარმოიდგინეთ, გველი, რომელსაც შხამი არ აქვს. ეს ამბავია“, – აღნიშნა რუხაძემ.