ბექა ლილუაშვილი – როცა ვსაუბრობთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ჩიხის პიკური ეტაპი უნდა დადგეს, ჩიხში უნდა იქნას მიმწყვდეული, ეს გულისხმობს იმას, რომ მას უნდა მოკვეთო ის საცეცები, რომლითაც რეჟიმის გამყარებას ცდილობს

მათ რომ რაიმეს გამოძიება სურდეთ, უპირველესად, პასუხისმგებლობის დაკისრება და კითხვების დასმა, საკუთარივე რიგების წარმომადგენლების მიმართ უნდა განახორციელონ – „ქართული ოცნება“ ცდილობს, შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეაქტიულ პოზიციაში ყოფნა უწევდა,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“.
ლილუაშვილის თქმით, გამოძიების საკითხს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიისთვის გამოიყენებს.
„თუ დავაკვირდებით „ქართული ოცნების“ ქმედებებს, ის ცდილობს, რომ თავისი ყოველდღიური საქმიანობით შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დან მოყოლებული, უწევდა რეაქტიულ პოზიციაში ყოფნა. ხალხი, რომელიც პოლიტიკური პროცესის ეპიცენტრშია და რუსთაველზე დგას, დღის წესრიგს ქმნიდა, ხოლო „ქართული ოცნება“ გარკვეულწილად მოპასუხის რეჟიმში იყო. ახლა მოისურვეს დაიწყონ ის პროცესი, რომელიც ბევრჯერ მოგვისმენია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ბევრჯერ ყოფილა მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ სააკაშვილი და ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ საფრთხობელად წარმოეჩინათ. ამ საგამოძიებო ნაწილთან მიმართებით – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ცალსახაა, რომ თუ პოლიტიკური ძალას, რომელიც 13 წელია ხელისუფლებაში, არ გადაუდგამს ნაბიჯები და რაიმე დატოვა გამოსაძიებელი და პასუხგაუცემელი წინა ხელისუფლების ქმედებებიდან, ეს უპირველესად მისი პრობლემა და ამ წლების განმავლობაში მისი ცუდი მუშაობის შედეგია. მეორე მხრივ – „ქართული ოცნება“ ამას ძირითადად მხოლოდ ნეგატიური პიარ კამპანიისთვის გამოიყენებს ერთ-ერთი პოლიტიკური აქტორის და ზოგადად ოპოზიციის წინააღმდეგ, თორემ რეალურად, მათ რომ რაიმეს გამოძიების მოტივაცია ჰქონდეთ, უპირველესად, საკუთარი რიგებიდან დაწყება მოუწევთ. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამფინანსებლებიდან დაწყებული, წევრებით გაგრძელებული, უამრავი ადამიანი დღეს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს წარმოადგენენ. ვფიქრობ, რომ გამოძიების ანონსი ემსახურება ორ საკითხს: პირველი ისაა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ რამენაირად დღის წესრიგი შექმნას, რადგან მას ძალიან უჭირს ამ თვალსაზრისით; მეორე – ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის ილუზიის შექმნა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება იწყებს წინასაარჩევნო დაპირებების აღსრულებას და ამით ჩვენებას, რომ მათი პოზიციები შეურყეველია და გააგრძელებენ საკუთარ საქმიანობას, არაფერი ხდება. მოტივაცია აქვთ, არ შეიმჩნიონ შიდაპოლიტიკური კრიზისი, რაც ქვეყანაშია და საერთაშორისო წნეხი, რომელიც მოდის ყოველდღიურად უფრო და უფრო მაღალი დონეებიდან. შინაარსობრივად, ამ გამოძიების ნაწილში, მოუწევთ საკუთარი რიგებიდან დაიწყონ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
გარდა ამისა, ლილუაშვილმა ისაუბრა, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, -ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა ქსელის“ შესახებაა საუბარი და 25 პირის დასანქცირების რეკომენდაციაა გაცემული.
ს აზრით, ეს პროცესი ლოგიკურია, რადგან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დასამარცხებლად რეჟიმისთვის შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა შეიზღუდოს.
„როდესაც ავტორიტარული რეჟიმის გაფორმება ხდება, ეს კონკრეტული ინსტრუმენტების საშუალებით ხდება. მაგალითად, ნათია თურნავა ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც, ფაქტობრივად, მთლიანად ივანიშვილის კონტროლის ქვეშაა. ის გამოყენებული იქნა, რომ სანქციები აერიდებინა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის. გახსოვთ ბრძანების გამოცემა, რომელმაც საქართველოს იურისდიქციაში, სანქციების გავლენისგან დაიცვა ფარცხალაძე. ცოტა ხნის წინ ხდებოდა ეს. ეს არის ფინანსური სექტორის კონტროლის და ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მექანიზმი. ლოგიკურია, რომ ამ მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდოს ივანიშვილის რეჟიმს. იგივეა, მაგალითად, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული მექანიზმის, „პოსტ ტვ“-ს მფლობელია. იგივე კატეგორიაში გადის რუხაძე, რომელიც მოიაზრება სანქციების ბენეფიციარად. ეს ყველაფერი ლოგიკურია, რადგან ეს არის ინსტრუმენტები, რომლითაც ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს გაიმყაროს არალეგიტიმური ძალაუფლება. ეს არის პროპაგანდა, ესენი არიან სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც სხვადასხვა ეკონომიკის სფეროს აკონტროლებენ და ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, პროცესი ლოგიკურად ვითარდება – თუ გინდა ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმი დაამარცხო, მას უნდა მოკვეთო ყველა ის საცეცი, რომელიც საშუალებითაც ის რეჟიმის გამყარებას ცდილობს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ჩიხის პიკური ეტაპი უნდა დადგეს და ჩიხში იქნას მიმწყვდეული, რათა შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა დაიწყოს, კომპრომისებზე წავიდეს, ეს არის – როდესაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევზღუდავთ “ქართული ოცნების” გავლენის ინსტრუმენტებს საზოგადოებაზე – მაგალითად პროპაგანდის სანქცირების გზით, ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. როდესაც ეს გავლენის შესაძლებლობები იზღუდება, რა თქმა უნდა, ასევე იზღუდება რეჟიმის შესაძლებლობები, რომ თავისი ძალაუფლება გაიმყაროს და უწევს კომპრომისებზე წასვლა. ეს არის გზა, რომელიც მშვიდობიანი პროტესტით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად, მიგვიყვანს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, სა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ამავე წერილში, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
გამოცემის თანახმად, სიაში, რომელიც ს მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან: „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“: ეკატერინა ხვედელიძე – ს ცოლი; ალეკო ივანიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ძმა; უჩა მამაცაშვილი – ივანიშვილის დეიდაშვილი; შმაგი – ივანიშვილის დისშვილი. სიაში მოხსენიებულია, როგორც „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“.
„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები: ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი; კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე; თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის მეთაური; გრიგოლ ლილუაშვილი – სუს-ის უფროსი; ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გახდა აშშ-ის მიერ „მაგნიტსკის სანქციების“ დაწესების შემდეგ; – თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი; – წერილში მოხსენიებულია, როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“; ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი – მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“; – საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. სიაში მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“.
„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან: ირაკლი რუხაძე – „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე); სოსო ფხაკაძე – „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი; ხვიჩა მაქაცარია – „სელფის“ (ყოფილი „ბილაინის“) მფლობელი; მისი დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ. ირაკლი გილაური – „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი; ვანო ჩხარტიშვილი – „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი; სულხან პაპაშვილი; გიორგი კაპანაძე („რიჟა“), რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წილების ნაწილს ფლობს და დე ფაქტო განკარგავს; ილია წულაია – „არქის“ დამფუძნებელი; ნოშრევან ნამორაძე – „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი; ვიქტორ ჯაფარიძე – „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი. მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე; ლევან მურუსიძე.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, წერილში მოთხოვნილია ამ პირების დასანქცირება.