დანიის პრემიერმა გრენლანდიის საკითხის გამო ტრამპთან საუბარი მოითხოვა – Politico

დანიის პრემიერმა გრენლანდიის საკითხის გამო ტრამპთან საუბარი მოითხოვა – Politico
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა -ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გრენლანდიის საკითხის გარშემო სატელეფონო საუბარი მოითხოვა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ჩვენ [ტრამპს] საუბარი შევთავაზეთ და მე ველი, რომ ეს ასეც მოხდება“, – ციტირებს გამოცემა ფრედერიკსენს.
როგორც დანიის პრემიერმა აღნიშნა, ტრამპს მის თხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია. ფრედერიკსენი ფიქრობს, რომ ტრამპთან დიალოგი მისი ინაუგურაციის შემდეგ შედგება.
დანიის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ტრამპი გრენლანდიაში სამხედრო გზით შეიჭრება. მისი თქმით, და აშშ ნატოში მოკავშირეები არიან და მჭიდროდ თანამშრომლობენ.