ტრამპის განცხადებით, ის პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მას [პუტინს] სურს შეხვედრა, და ჩვენ ვემზადებით“, – თქვა ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული პრესკონფერენციის დროს.
„პრეზიდენტ პუტინს ჩემთან შეხვედრა სურს. მას ეს საჯაროდ აქვს ნათქვამი, და ჩვენ მასთან ერთად ეს ომი [უკრაინაში] უნდა დავასრულოთ. ეს არის სისხლისღვრა“, – დაამატა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპი, რომელიც 20 იანვრიდან პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება, არაერთხელ ამბობდა, რომ მან უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზოლუციის პროექტი – ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას – ასევე, გმობს განსხვავებული აზრის ჩახშობის შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას და მოუწოდებს „ოცნებას“ გააუქმოს ეს კანონები

გივი თარგამაძე – როგორც იქნა ვიპოვე ჩემი თავი და წარმოვადგინე სუს-ში – ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი არ მაქვს