ნიკოლოზ ვაშაკიძე – ახალ რეალობაში შევდივართ, ეს რეალობა საფრთხეებით და გამოწვევებით, მაგრამ, ამავე დროს, დიდი შანსებითაც არის სავსე – ნამდვილი ტრაგედიაა ამ ვითარებაში ჩვენნაირი ხელისუფლებით შესვლა

აშშ-ს კონგრესის მიერ „ქართული კოშმარის არაღიარების“ აქტის მიღების შემთხვევაში რა პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები შეიძლება შეექმნას საქართველოს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებების მიზნებსა და მიზეზებზე, არაპროგნოზირებადი -ს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებების ფონზე რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს მსოფლიოს და საქართველოს, „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.
– ბატონო ნიკოლოზ, საპარლამენტო ს შემდეგ რომ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს, ვხედავთ, თუმცა, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ საშინაო პოლიტიკაში არც კრიზისს და არც ჩიხურ ვითარებას აღიარებს.
ფაქტია ისიც, რომ აშშ-ში ტრამპის არჩევის შემდეგ მსოფლიო პოლიტიკაში, როგორც მინიმუმ, უცნაური და ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა, ჯერ ბევრი თვალსაზრისით გაუგებარი და საფრთხეების შემცველი ტენდენციების დრო დგება.
ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ საქართველოსთან მიმართებაში ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ს კონგრესი იწყებს „ქართული კოშმარის არაღიარების“ აქტის მიღებას, რომლის შედეგი საქართველოსთვის კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს.
არადა, ასეთი რამ თუ ოდესმე შეიძლება მომხდარიყო, წარმოუდგენელიც კი იყო.
წარმოუდგენელი, თუნდაც იმის გამო, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში, მაშინ როცა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი აშშ-თან საქართველოს თანამშრომლობას „ბოლო 20 წლის მანძილზე ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევად“ აფასებდა.
ამ და ბევრ სხვა საგარეო და საშინაო საკითხებზე გვინდა ვისაუბროთ, მაგრამ, რადგან, კონგრესში საქართველოს თემაზე „ქართული კოშმარის არაღიარების“ აქტი თემა ყველაზე აქტუალურია, ამით უნდა დავიწყოთ.
რას ნიშნავს საქართველოსთვის აშშ-ს კონგრესის მიერ „ქართული კოშმარის არაღიარების“ აქტის მიღების დაწყება? ამ აქტის მიღების შემთხვევაში, სავარაუდოდ, როგორი იქნება მისი შედეგები?
– არა მხოლოდ ჩიხურ, არამედ უკიდურესად სახიფათო ვითარებაში ვართ. მმართველი ძალის მიერ ამ მდგომარეობის არაღიარება გაცილებით უფრო მეტად ზრდის ამ საფრთხეს.”ოცნებამ” პრაქტიკულად გაწყვიტა კონტაქტი საზოგადოებასთან, ჩაიკეტა საკუთარ მომხრეთა ვიწრო წრეში და მთელ დანარჩენ საქართველოს უბრალოდ იმპერატიულად ამცნობს და თავს ახვევს თავის გადაწყვეტილებებს. ეს გადაწყვეტილებები კი ისეთია, რომ მათი წარმოდგენა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბევრს გაუჭირდებოდა.რამდენად შესაძლებელია მოსახლეობის მკვეთრად უკმაყოფილო უმრავლესობის ძალმომრეობით და ტერორით მართვა. რამდენად შესაძლებელია ეს საქართველოში? ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ეს გზა აირჩია. რამდენად და რამდენ ხანს იქნება ეს შესაძლებელი, ცხოვრება გვიჩვენებს.ტრამპის ადმინისტრაციის ძალაში შესვლისთანავე ბევრი რამ მნიშვნელოვნად და სწრაფად გადალაგდება საერთაშორისო სცენაზე. ბუნებრივია, ეს დიდი გამოწვევაა ყველასათვის და, ცხადია, საქართველოსთვისაც. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ ახალ გამოწვევას აშლილი საშინაო და საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობით და უცნაური, არაკომპეტენტური, საეჭვო გეოპოლიტიკური ორიენტირების მქონე ხელისუფლებით ხვდება.
ტრამპის ადმინისტრაციის ძალაში შესვლისთანავე ბევრი რამ მნიშვნელოვნად და სწრაფად გადალაგდება საერთაშორისო სცენაზე. ბუნებრივია, ეს დიდი გამოწვევაა ყველასათვის და, ცხადია, საქართველოსთვისაც. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ ახალ გამოწვევას აშლილი საშინაო და საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობით და უცნაური, არაკომპეტენტური, საეჭვო გეოპოლიტიკური ორიენტირების მქონე ხელისუფლებით ხვდება
რაც ამ კონტექსტში განსაკუთრებით საგანგაშოა, მას პრაქტიკულად დანგრეული აქვს და ანტაგონისტურ მდგომარეობაში ჰყავს გადაყვანილი თავისი ურთიერთობები სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
რას ნიშნავს მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოსთან ურთიერთობების ასეთი მდგომარეობა, მგონი, დამატებით ახსნებს არ უნდა საჭიროებდეს.
“ქართული კოშმარის არაღიარების” აქტის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ამ აქტის მიხედვით, თუ ის მიღებულ იქნა, აშშ არ ცნობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს, ამან შეიძლება ქვეყანა რამდენიმე თვეში უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდოს.
“ქართული კოშმარის არაღიარების” აქტის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ამ აქტის მიხედვით, თუ ის მიღებულ იქნა, აშშ არ ცნობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს, ამან შეიძლება ქვეყანა რამდენიმე თვეში უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდოს
სავალალო და უკიდურესად სამარცხვინოა ის გარემოება, რომ ეს აქტი არის 2023 წლის თებერვალში ბაშარ ასადის სირიის წინააღმდეგ მიღებული აქტის ანალოგი. ასე რომ, თავად განსაჯეთ როგორი სახელმწიფოთა კატეგორიაში ამოყო თავი საქართველომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში.
– როგორც ბევრი შენიშნავს, 8 იანვარს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
„დიფ სთეითსა“ და „გლობალური ომის პარტიაზე“, „ქართული ოცნება“ მანამდეც ხშირად საუბრობდა, მაგრამ, ახლა რომ ლამის მთელ მსოფლიოს გამოუცხადეთ ომი, ცხადადაც კი გამოჩნდა.
დამკვირვებელთა ნაწილის აზრით „ქართული ოცნება“ შეეცადა საზოგადოებაში შიშისა და ემოციის ინსტრუმენტალიზაციას. თუმცა ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ აშკარად პროპაგანდისტული განცხადება მხოლოდ შიდა პოლიტიკურ მიზნებს არ ემსახურება.
დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა მცდელობა ტრამპის რიტორიკას დამსვავსებოდა მათი რიტორიკა. ჰქონდათ მცდელობა, დაერწმუნებინათ საზოგადოება, რომ დიფ-სტეიტი – მაფიაა, დემოკრატიის ნიღბით, რომლის განადგურება ტრამპს პრეზიდენტობის პირველ ვადაში არ დასცალდა, მაგრამ, ახლა ამას შეძლებს და ისინი ამას მხოლოდ მიესალმებიან.
თქვენ როგორ აღიქვით „ქართული ოცნების“ 8 იანვრის განცხადება? სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთი განცხადება იმის ფონზე, რომ აშშ-ს კონგრესი „ქართული კოშმარის არაღიარების“ აქტის მიღებას იწყებს?
– ვფიქრობ, საქართველოს ყველა ნორმალურმა მოქალაქემ ვინც ამ ვაი დოკუმენტს გაეცნო, მწვავე სირცხვილის გრძნობა განიცადა. საქართველოს ხელისუფლება მიწისქვეშა გადასასვლელებში გაყიდვაში მყოფ, შეთქმულების თეორიების შესახებ ტუალეტის ქაღალდზე დაბეჭდილი ბროშურების ენით და ნარაყივებით საუბრობს. ამაზე მეტი დაცემა აღარ არსებობს.
საქართველოს ყველა ნორმალურმა მოქალაქემ ვინც ამ „ვაიდოკუმენტს“ გაეცნო, მწვავე სირცხვილის გრძნობა განიცადა
ამ ორიოდე თვის წინ ტვ პირველის ჟურნალისტმა მიაგნო ერთ-ერთ იმ დეგენერატს, ვინც საქართველოს ხელმძღვანელობას ამ იდეებით ამარაგებს. საუბარი მბჟუტავი ლამფის შუქზე შედგა. ფსევდომეცნიერის თვალებში აშკარა შიზოფრენიის ნაპერწკლები ელავდა.
რა უნდა ითქვას იმ მაღალი თანამდებობის პირებზე, ვინც შემდგომში ასეთი ადამიანის იდეებს და ტერმინებს უკვე საკუთარ ოფიციალურ მიმართვებში თავის ხალხს და გარე სამყაროს სთავაზობს? პასუხი თქვენთვის მომინდვია.
– დამკვირვებელთა ნაწილი ამ განცხადების ყველაზე სახიფათო მონაკვეთად ერთი აბზაცი მიიჩნია, აი იგიც – „, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზეც „მაიდანის“ ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ.“
თუ გავიხსენებთ იმას, რომ უკრაინას 2014 წლამდე მართავდა იანუკოვიჩი, რომელიც პუტინის იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ უკრაინას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მაშინ ჰქონია, როდესაც ის ს მორჩილია.
თქვენ როგორ აღიქვით მოხმობილი აბზაცი – „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რომ რუსების მორჩილები უნდა ვიყოთ?
– ამ ხელისუფლებას ქვეყანა რომ რუსეთის კლანჭებში მიჰყავდა, მე თავიდანვე, ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ამოვიცანი. მაშინვე გადავდექი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან და შესაბამისი განცხადებაც გავაკეთე.
საკითხავი აქ ისაა, თუ რას ფიქრობდნენ და რას აკეთებდნენ მაშინ ის ადამიანები, ვინც დღეს ოპოზიციაში დიდი ანტისახელისუფლებო პათოსით გვევლინება, მაგრამ რამდენიმე წელი ამ პრორუსულ ხელისუფლებას ემსახურნენ მაღალ თანამდებობებზე?
დასაწყისშივე ჩასახული პრორუსული კურსი და. რეალობა ნელ-ნელა იფურჩქნებოდა ამ ხელისუფლებაში მთელი ამ 12 წლის მანძილზე. მანამდე დამკვიდრებული მკაფიო პროდასავლური ორიენტაცია ერთ დღეში ვერ შეიცვლებოდა. მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, დღეს შევდივართ ამ პროცესის კულმინაციაში, რისი ნათელი მაგალითიცაა “ოცნების” განცხადების ის პასაჟი, რომელიც თქვენ მოიყვანეთ
სულელები ნამდვილად არ არიან. წესით, მათაც უნდა დაენახათ ეს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა სულაც არაა თავისი ნებით წამოსული ხელისუფლებიდან, არამედ ისინი იქიდან პრაქტიკულად გამოყარეს. გამოგდების შემდგომ გაოპოზიციონერებას რა ფასიც აქვს, კარგად მოგეხსენებათ.
დასაწყისშივე ჩასახული პრორუსული კურსი და. რეალობა ნელ-ნელა იფურჩქნებოდა ამ ხელისუფლებაში მთელი ამ 12 წლის მანძილზე. მანამდე დამკვიდრებული მკაფიო პროდასავლური ორიენტაცია ერთ დღეში ვერ შეიცვლებოდა. მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, დღეს შევდივართ ამ პროცესის კულმინაციაში, რისი ნათელი მაგალითიცაა “ოცნების” განცხადების ის პასაჟი, რომელიც თქვენ მოიყვანეთ
– თუ ისევ 8 იანვრის განცხადებას დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ განცხადების ბოლოს გამოთქმულია იმედი, რომ ტრამპი დიფ-სტეიტსა და „გლობალური ომის პარტიას“ ამერიკაშიც და ევროპაშიც დაამარცხებს და ასეთი ევროპა საქართველოსთვის მისაღები და საურველი კავშირი იქნება.
გარდა ამისა, თვალში საცემია, რომ ამ განცხადებაშიც ერთი სიტყვითაც არაა ნახსენები აგრესორი რუსეთი. რუსეთის ზომიერი კრიტიკაც კი არასდროს გაგვიგონია. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გარემოებები?
– ღიმილის მომგვრელია ტრამპის მესიჯებზე მორგების “ოცნების” ტლანქი მცდელობები.
ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება სჩადის პირდაპირ წინააღმდეგობაშია აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებთან და ეს მკაფიოდ არის გამოხატული აშშ-ს კონგრესის რესპუბლიკური და დემოკრატიული მდგენელების ერთობლივ პოზიციაში, რაც ამერიკელი კანონმდებლების არაერთ განცხადებაში, წერილში და ასევე “მეგობარი” და “კოშმარი” აქტების ტექსტებში. არის მკაფიოდ ასახული. ეს რეალობა, ცხადია, ადმინისტრაციის პოზიციაშიც აისახება.
ღიმილის მომგვრელია ტრამპის მესიჯებზე მორგების “ოცნების” ტლანქი მცდელობები
რაც შეეხება რუსეთს, მის კრიტიკას ალბათ ამ ხელისუფლებისგან ამიერიდან აღარც მოვისმენთ. გათვლა აქ იმაზეა, რომ “ოცნების” მესვეურთა იმედით, ტრამპის მმართველობის პირობებში მოხდება ისეთი დაახლოება აშშ-სა და რუსეთს შორის, რომელიც “ოცნებას” რუსეთთან მიმართებაში ასეთი მიდგომის საშუალებას მისცემს.
– ამ მოვლენების ფონზე აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი ტრამპი თავისი განცხადებებით მსოფლიოს აკვირვებს.
ჯერ თქვა „გრენლანდია აშშ-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სჭირდებაო“, ასევე თქვა, კანადა აშშ-ს ნაწილი უნდა გახდესო, „ლამაზად ჟღერს ამერიკის ყურე“, ამიტომ „მექსიკის ყურეს“ „ამერიკის ყურე უნდა ერქვასო“, გარდა ამისა, თქვა, რომ პანამის არხს აშშ უნდა აკონტროლებდესო.
მოკლედ, ტრამპის არაპროგნოზირებულობაზე მანამდეც ბევრს ბევრი უსაუბრია, მაგრამ, ამ განცხადებებით მან მსოფლიოს გაკვირვება ნამდვილად შეძლო.
მეტიც, უკრაინაზე განცხადებებით, მან პრაქტიკულად გაამართლა უკრაინაში რუსეთის შეჭრა, რითაც მოახდინა უკრაინაში რუსეთის იმპერიალისტური ომის ლეგალიზაცია. ანუ თუ გაქვს ძალა და რესურსი, შეგიძლია მეზობელს თავს დაესხა. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ს მუქარა სომხეთის მისამართით, რომ შემთხვევითი არ იყო, ცხადია.
ტრამპის ამ განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, იგი, პუტინის მსგავსად, როგორც მინიმუმ, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს ან არ აღიარებს, ან პატივს არ სცემს, რაც ჩვენთვის, ისევე როგორც პატარა ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველია.
მათი გამგონე, ჩვენ რა უნდა ვივარაუდოთ – ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გეოპოლიტიკური ქაოსი და განუკითხაობა იწყება?
ასეთ ვითარებაში რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს რომლის ხელისუფლება აშშ-ს სანქირებული ჰყავს?
– ერთი რამ ფაქტია – უჩვეულო, ახალ რეალობაში შევდივართ. ეს რეალობა საფრთხეებით და გამოწვევებით, მაგრამ, ამავე დროს დიდი შანსებითაც არის სავსე. ნამდვილი ტრაგედიაა ამ ვითარებაში ჩვენნაირი ხელისუფლებით შესვლა.
ეს დიდ საფრთხეებს უქმნის ქვეყანას და დიდ საშუალებებს აკარგვინებს. აუცილებელია პროფესიონალი და პატრიოტი ხელისუფლება, ხალხისგან ნამდვილი მანდატით აღჭურვილი. სწორედ ამიტომ არის საჭირო ახალი არჩევნები.
– პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „მიდის ტრამპის ინაუგურაციაზე და აშშ-ში ექნება მაღალი დონის შეხვედრები“.
იმ განცხადებების ფონზე, რომლიდანაც ცხადად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის დათმობას არ აპირებს, მხედველობაში მაქვს ხელახალი არჩევნების დანიშვნა, არც სანქციების შიში არ აქვს, თქვენი დაკვირვებით, ერთი მხრივ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ზურაბიშვილის ვიზიტს აშშ-ში, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მტკიცებას, რომ მას „სანქციები არ აშინებს“?
– ქალბატონი ზურაბიშვილის მოწვევის რეალური დონე და მნიშვნელობა ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის. საქართველოში მიმდინარე პროცესებში ზურაბიშვილის ფიგურაზე დაყრდნობის იდეას ამ ეტაპზე ჰყავს საკმაოდ ძლიერი მომხრეები აშშ-ში, მაგრამ საბოლოოდ რამდენად იმუშავებს ეს მიდგომა ჯერჯერობით ბუნდოვანია. ამ მხრივ შეიძლება ბევრი რამე მისი ვიზიტის დროს გაირკვეს, თუმცა ისიც არაა გამორიცხული, რომ ამას მეტი დრო დასჭირდეს.
საქართველოში მიმდინარე პროცესებში ზურაბიშვილის ფიგურაზე დაყრდნობის იდეას ამ ეტაპზე ჰყავს საკმაოდ ძლიერი მომხრეები აშშ-ში, მაგრამ საბოლოოდ რამდენად იმუშავებს ეს მიდგომა ჯერჯერობით ბუნდოვანია. ამ მხრივ შეიძლება ბევრი რამე მისი ვიზიტის დროს გაირკვეს, თუმცა ისიც არაა გამორიცხული, რომ ამას მეტი დრო დასჭირდეს
რაც შეეხება, ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებას, რომ მათ სანქციები არ აშინებთ, ბუნებრივია, ისინი სხვანაირად ვერ ილაპარაკებენ, მაგრამ ეს საკმაოდ მძიმე დარტყმაა მათთვის.
– ვიდრე ჩვენ ვმსჯელობდით, „ქართული ოცნების“ სახელით განცხადება გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა მ. მქონდა მოლოდინი, რომ აშშ-ს კონგრესში მიმდინარე პროცესებზე გააკეთებდა განცხადებას.
აი მისი განცხადების მთავარი აზრი – „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, დასკვნა გადაეცემა პროკურატურას დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“.
უცნაურია, როცა თავად ლეგიტიმურობას აშშ გედავება, ასეთი კომისიის შექმნა ვის მოუვიდა აზრად. თუმცა, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას ჰპირდებოდა.
ისე, ალბათ უფრო ადეკვატური იქნებოდა ამ კომისიის ნაცვლად, რუსთაველის მიტინგებზე ნაცემ-ნაბეგვების საქმეზე შეექმნათ კომისია. თქვენ როგორ აღიქვით „ქართული ოცნების“ სახელით მდინარაძის ეს განცხადება?
– “ოცნებას” ჰქონდა ასეთი წინასაარჩევნო დაპირება, თუმცა ისინი მას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას უკავშირებდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი ამ საქმეს საკონსტიტუციო უმრავლესობის კი არა, საერთოდ, პრაქტიკულად დაუკომპლექტებელი და სერიოზული ლეგიტიმაციის არმქონე პარლამენტის პირობებში შეუდგნენ.
თავისთავად, ამ თემის წამოწევა ახლა, როცა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დასრულებიდან 12 წელზე მეტია გასული, ნონსენსად გამოიყურება. მითუმეტეს, რომ ამ პარტიის საკვანძო ფიგურები, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩათვლით, მათ უკვე გაასამართლეს. გასამართლებულები არიან შედარებით ქვედა რგოლის წარმომადგენლებიც. თავად ამ პროცესების ხარისხზე თავის დროზე ბევრი ვისაუბრეთ. ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და პრაქტიკულად პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას წარმოადგენდა.
ღრმა კრიზისში შესული ხელისუფლება ამ თემის ხელახალი და უფრო მასშტაბური გამოღვიძებით ცდილობს მკვეთრად უკმაყოფილო მოსახლეობის ყურადღების გადატანას.
ამავე დროს, ამ პროცესმა პოლიტიკურ-იდეოლოგიური და ფსევდო სამართლებრივი საფუძველი უნდა დაუდოს “ოცნების” ხელისუფლების მმართველობის ახალ, უაღრესად რეპრესიულ და ტოტალიტარულ ეტაპს. განსაკუთრებით საგანგაშოა აგვისტოს ომის თემის ხელახალი წამოწევა, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ტერიტორიულ მთლიანობას.
მინდა დავიტოვო იმედი, რომ ქართველი ხალხი შეძლებს ამ მავნებლობის შეჩერებას.
„ინტერპრესნიუსი“