აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემული დაპატიმრების ორდერის საპასუხოდ, ჰააგის სასამართლოს სანქცირების კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გაცემის საპასუხოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების დასანქცირებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.
კანონპროექტი ისრაელის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გაცემული ორდერების უმკაცრესად დაგმობას ითხოვს. საკანონმდებლო ტექსტის თანახმად, სასამართლოს მიმართ სანქციები დაწესდება „ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ნებისმიერი დაცული პირის გამოძიების, დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის გამო“. სანქციები მოიცავს აშშ-ში არსებული ქონების ტრანზაქციების აკრძალვას და ვიზების დაბლოკვასა და გაუქმებას.
მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონპროექტს სენატიც მიიღებს, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტისა და „ჰამასის“ მაღალჩინოსანი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა და მათი დაპატიმრების ორდერები გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს