უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და ქვეყნის პრემიერმინისტრ ჯორჯა მელონისა და პრეზიდენტ სერჯო მატარელას ხვდება.

ამის შესახებ ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

ნიკიფოროვმა თქვა, რომ ზელენსკი მელონისთან შეხვედრას 9 იანვარს აპირებდა, 10 იანვარს კი მატარელას ხვდება.

ზელენსკის პრესმდივნის თქმით, ზელენსკი იტალიაში, მათ შორის, თავდაცვის სფეროში მხარდაჭერას, ში მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინირებას, უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, უკრაინის აღდგენაზე იტალიაში ამ ზაფხულს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას განიხილავს.

გარდა ამისა, ნიკიფოროვის თქმით, ერთ-ერთი სასაუბრო თემა დიდი შვიდეულის (G7) ფარგლებში თანამშრომლობაც არის, კერძოდ ს წინააღმდეგ სანქციების დაწესების თვალსაზრისით.