„საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ

„საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ
ამ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით გავრცელებულ მიმართვაზე, რომლითაც ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი საქართველოში, უარყონ ს უკანონო რეჟიმი და არ გამართონ შეხვედრები აღნიშნულ რეჟიმთან.
მისივე თქმით, შეხვედრები იმართება, სახელმწიფოს ხელისუფლება მართავს, თანაც უმრავლესობის მიერ ლეგიტიმაცია მინიჭებული გუნდი და პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ მომავალზე.
”ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით მიმართვა გაავრცელა რომლითაც ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში, უარყონ ივანიშვილის უკანონო რეჟიმი და არ გამართონ შეხვედრები უკანონო რეჟიმთან ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს.
ამ გზავნილის აბსურდულობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე თხოვნის მიღებამ. იგი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა და მან რამშტაინის რიგით 25-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ანუ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით გაკეთებული მიმართვა, რომ არავინ გამართოს შეხვედრები ივანიშვილის რეჟიმთან ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს შინაარსს მოკლებულია და მან აზრი დაკარგა.
შეხვედრები იმართება, სახელმწიფოს ხელისუფლება მართავს, თანაც უმრავლესობის მიერ ლეგიტიმაცია მინიჭებული გუნდი და პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ მომავალზე.
წარმატებები ქართულ სახელმწიფოს, კოლექტიურ ჯო უილსონებს თავისი მრუდე გზა აქვთ,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება