ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9 იანვარს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან, ხოლო პარასკევს, 10 იანვარს, პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შეხვედრების გამართვას გეგმავს.
ნიკოფოროვის თქმით, ზელენსკი იტალიაში ისეთი საკითხების განხილვას გეგმავს, როგორებიცაა: თავდაცვითი მხარდაჭერა, უკრაინის აღდგენის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია (რომელიც იტალიაში ზაფხულში გაიმართება), მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევების კოორდინაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ასევე, ერთ-ერთი განსახილველი თემა შეეხება “დიდი შვიდეულის” ფარგლებში თანამშრომლობას, კერძოდ, კი ს წინააღმდეგ სანქციების საკითხებს.