“სანქციები მხარდამჭერების პირველ წრესაც… ბიზნესმენები, თუ სხვები” – რა თქვა პრეზიდენტმა ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე

“ჩემი მესიჯი თქვენთვის არის, რომ თქვენ უნდა დადგეთ მტკიცედ. ვგრძნობ, რომ მხარს გვიჭერენ ამერიკელი მეგობრები, ისინი არ აღიარებენ ს შედეგებს. თუ ნახავს, რომ შეუძლია ეს გაუვიდეს, მისი სტრატეგია გაიმარჯვებს. არ უნდა იქნას აღიარებულია არჩევნები, არ უნდა იქნეს აღიარებული დე ფაქტო პრეზიდენტი. უნდა მოხდეს ზეწოლა სანქციებით, არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათი მხარდამჭერების პირველ წრეზეც. ყველგან ასეა ერთპარტიულ სისტემებში, ისინი დამოკიდებული არიან მხარდამჭერებს პირველ წრეზე, იქნებიან ესენი ბიზნესმენები თუ სხვები. ამიტომ, სანქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით და ის ასუსტებს ავტოკრატიულ და პრორუსულ რეჟიმს. ამიტომ, ყველაფერი ეს უნდა გაგრძელდეს და უნდა დაგვეხმაროთ, ჩავატაროთ ახალი არჩევნები იმიტომ, რომ სხვა გზა არ არსებობს ამ ღრმა კრიზისიდან საქართველოს ამოსვლისთვის. ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ახალი არჩევნები, რომელიც აუცილებლად შედგება. მე ამაში დარწმუნებული ვარ”