კობახიძე ბანერებზე: შეიძლება დაგვჭირდეს, რომ საზოგადებას ახსოვდეს ნაცმოძრაობის დანაშაულები

ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მოშე კლუგჰარტთან და მირი მიჰაელისთან, ეს არის ორი წამყვანი სტრატეგიული კონსულტანტი, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენ პიარკამპანიების დაგეგმვაში შემდეგი ერთი წლის განმავლობაში. ისინი ასევე გვეხმარებოდნენ 2018 წლის საპრეზიდენტო ს მეორე ტურში. მაშინ ძალიან წარმატებული იყო რეალურად მათი მხარდაჭერა. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც 38% ჰქონდა პირველ ტურში მხარდაჭერა, აიღო, საბოლოო ჯამში, 60%. საინტერესო რჩევები ჰქონდათ მაშინ მათ, რაც დაგვეხმარა რაც დაგვეხმარა შედეგის მიღწევაში.
ერთ-ერთი რჩევა იყო ის, რომ ჩაგვენაცვლებინა ს ბანერები ჩვენი ბანერებით, რაც გავითვალისწინეთ და ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა.
ეს ბანერები ძალიან კარგად ასახავდა ნაცმოძრაობის სახეს, თუმცა მათი იდეა ეს არ იყო, სხვა კონსულტანტების მხრიდან გაჩნდა. [იდეა] ძალიან წარმატებული იყო, ხალხს სჭირდება მუდმივად ნაცმოძრაობის სახის შეხსენება.
ეს ბანერები ნაცმოძრაობის სახეს აჩვენებს ერთი ერთში, ამიტომ სტკივათ ეს ბანერები ასე ძალიან. ბანერები არაფერს არ აზიანებს, აზიანებს მხოლოდ ნაცნოძრაობის პროცენტებს.
შეიძლება დაგვჭირდეს იმიტომ, რომ საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ის, თუ რა დანაშაულები აქვს ნაცმოძრაობას, თავის დროზე, იმისათვის, რომ შეცდომა არ დაუშვას მომავალში.
ძალიან გტკივათ მგონი ეს სისხლიანი ბანერები იმიტომ, რომ სახეს აჩვენებს იდეალურად. მიუხედავად იმისა, რომ იდეა მე არ მეკუთვნოდა, ეს ბანერები ნაცმოძრაობის სახეს აჩვენებს ერთი ერთში, ამიტომ სტკივათ ეს ბანერები ასე ძალიან. ბანერები არაფერს არ აზიანებს, აზიანებს მხოლოდ ნაცნოძრაობის პროცენტებს.
ნაცმოძრაობამ თავისი ტელევიზიებით მიხედოს საკუთარ რადიკალურ კამპანიებს.