“ეს “თემუდან” გამოწერილი მეორადი თავხედი” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ეკა კვესიტაძეზე

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ტელეწამყვან, ეკა კვესიტაძის, პოსტს ეხმაურება.

“მგონია, რომ მხოლოდ იმის გაშუქება – აქ რატომ ხართ, რას აპროტესტებთ და რა არის თქვენი სათქმელი – საკმარისი აღარ არის. პოლიტიკური პროცესი უნდა დავაბრუნოთ და პოლიტიკოსები უნდა დაბრუნდნენ ამ პროცესში.

კითხვები ძალიან ბევრია, კიდევ უფრო მეტი იქნება, თუ ვიფიქრებთ რა კითხვები სჭირდება დღეს პროცესის გამოცოცხლებას. ახალი ფორმატებია მოსაფიქრებელი, პოლიტიკოსები და აქტიური მოქალაქეები პირისპირ.

“ოცნების” გიჟურ პროპაგანდას დაპირისპირება სჭირდება – ჭკვიანურად, გულწრფელი და სწორი მესიჯებით. პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა თავისი სასაუბრო ენა უნდა “გადატვირთონ”, ის უფრო სახალხო, ადვილად გასაგები და გულწრფელი უნდა გახადოსლნ.

დაშმორებული ენა უნდა გამოცოცხლდეს – ჩვენ ახალპოლიტიკურ ელიტას ვერ შევქმნით ერთ დღეში, მაგრამ შეგვიძლია არსებულს მოვთხოვოთ უკეთესები იყვნენ და მეტი, გაცილებით მეტი იმუშაონ თავის თავზე.

აუცილებელი და უკიდურესად სასურველია, რუსთაველის გამზირის სახალხო ლიდერებით შეივსოს პოლიტიკური კლასი. ამისათვის, მედიის ფორმატების სრული გადატვირთვაა საჭირო, ასევე ახალი პოდკასტების და სხვა სასაუბრო პლათფორმების შექმნა. ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი”.- წერდა ეკა კვესიტაძე.

“ტელემედიაყანებში გნიასია.

ყანის სარეველებს თვითგადარჩენის, მოქმედების მექანიზმის სტრუქტურა ჩაერთოთ და ხელებს ასავსავებენ.

ეს “თემუდან” გამოწერილი მეორადი თავხედი”, – პასუხობს .

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ავტორებს უილსონ-ზურაბიშვილი & Co პირველი “იაღლიში” მოუვიდათ, ჩვენი ხელისუფლების საერთაშორისო ბოიკოტირების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინის შეხვედრაზე იჯდა