მარკ რუტე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ს ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში იყოს – სასწორზე გეოპოლიტიკური კონტექსტი დევს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ს ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება წვრთნების, აღჭურვილობის თვალსაზრისით, ბრძოლის გასაგრძელებლად და ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ განაცხადა.
მისი თქმით, საქმე მხოლოდ უკრაინას არ ეხება.
„ჩვენ ვნახეთ 13 ადამიანი, რომელიც გუშინ დაიღუპა ზაპოროჟიეში, ისინი იყვნენ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც არ აქტიურობდნენ ომში და მათ დაარტყეს ქალაქ ზაპორიჟიეზე ს თავდასხმისას. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ დიახ, რა თქმა უნდა, ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას. მაგრამ ეს ასევე გლობალური კონტექსტია და გლობალური კონტექსტი არის ის, რომ ჩვენ უნდა ჩავაყენოთ უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში, რათა ერთ დღეს, როდესაც უკრაინის ინიციატივით დაიწყება მოლაპარაკებები იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს კონფლიქტი, ისინი ამისთვის საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ“, – აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, როდესაც ეს მოლაპარაკებები დასრულდება, იმას, კარგი გარიგება დაიდება თუ არა, თვალყურს ადევნებენ ჩინელები, ჩრდილოეთ კორეელები, ირანი და, ცხადია, თავად რუსეთი.
„მთელი მსოფლიო უყურებს. ასე რომ, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ სასწორზე გეოპოლიტიკური კონტექსტი დევს“, – აღნიშმა რუტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი – სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორები გაგზავნა

ანი ნადარეიშვილი – როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და კაბინეტში „აკაჩავებდა“ მოწმეებს და მოსამართლეებს – მაშინდელი სუს-ის უფროსი, „ქოცების“ „ფილარმონია” კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს