უკრაინის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლად დანიშნული პირი ამბობს, რომ ტრამპს ომის სამართლიანად დასრულება სურს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს მიერ უკრაინისა და ს საკითხებში წარმომადგენლად დანიშნული კით კელოგი ამბობს, რომ ტრამპი უკრაინის ინტერესებს გაითვალისწინებს და მიზნად დაისახავს ომის სამართლიანი და მიუკერძოებელი ფორმით დასრულებას.
“ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის არ ცდილობს რაიმე მისცეს [რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ] პუტინს ან რუსებს”, – ამბობს კელოგი, რომელიც გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტია.
“იგი რეალურად ცდილობს უკრაინის გადარჩენას და მისი სუვერენიტეტის გადარჩენას”, – უთხრა კელოგმა ტელეკომპანია Fox News-ს 8 იანვარს. მისი თქმით, ტრამპს სურს სამართლიანი გადაწყვეტის მოძებნა და ეს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ სთვის.
საარჩევნო კამპანიისას ტრამპი ამბობდა, რომ ში ომის დასრულებას გაპრეზიდენტებიდან 24 საათში შეძლებდა. პრესკონფერენციაზე კი მან იმედი გამოთქვა, რომ ომი ექვსი თვის ფარგლებში დამთავრდება.
“იმედი მაქვს, ეს მოხდება ექვს თვეზე ბევრად ადრე”, – თქვა ტრამპმა 7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს ვითარების “გამოსწორებას”, თუმცა საკითხი “რთულია”.
კელოგმა თქვა, რომ სურს ეს კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს – 100 დღეში ტრამპის ინაუგურაციიდან ანუ 20 იანვრიდან.
“ჩვენ დავაწესებთ პირობებს… და ის ბოლოს მიაღწევს ვითარებას, როცა დაელაპარაკება პუტინს და ასევე პრეზიდენტ ზელენსკის. ვფიქრობ, ისინი მალე შეძლებენ… გადაწყვეტის მოფიქრებას”, – თქვა კელოგმა.
კელოგისთვის არ დაუსვამთ კითხვა, რატომ გადაიდო მისი ვიზიტი კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში, რომელიც ამ თვეში უნდა შემდგარიყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 7 იანვარს გამოაცხადა, რომ ვიზიტი სხვა დროს უნდა დაინიშნოს.
ინტერვიუს მსვლელობისას კელოგმა -ის პრეზიდენტი გააკრიტიკა – თქვა, რომ ის პუტინთან არ ლაპარაკობს და რომ მათი ბოლო საუბარი ორ წელიწადზე მეტი ხნის წინათ გაიმართა.
“მან, რეალურად, იცის, რომ ადამიანებს უნდა ელაპარაკო იმისთვის, რომ ბოლო ფაზაში შეხვიდე და ჩვენ სწორედ ამას ვიზამთ”, – თქვა კელოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო – საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთი მხარეა, რომელიც არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია – ანგარიშია პუტინი – 1, ევროპა – 0, თამაში ჯერ არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ

სერგეი ლაგოდინსკი – ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესკალაციისთვის? – ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან