მამუკა მდინარაძე – როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი გახდა, მე მგონი, დასკვნების გამოტანა რთული არ არის

როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი გახდა, მე მგონი, დასკვნების გამოტანა რთული არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ახლა ოპოზიციის რიგითი წარმომადგენელია.
„მაკკეინის ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც ნერვიულობდა და ამას თავის განცხადებებში არ მალავდა, რომ საქართველოში მიმდინარე აქციებს მსხვერპლი არ მოჰყვა. როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, სალომე ზურაბიშვილი ამ ინსტიტუტის სტიპენდიატი გახდა, მე მგონი, დასკვნების გამოტანა რთული არ არის. ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელია, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსით და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ სთეითმა“ ამ ხალხს შეუკვეთა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას სამი პოლიტიკური პარტიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის და საპარლამენტო ფრაქციებისთვის მიმართვასთან დაკავშირებით. მდინარაძის თქმით, ეს არის „ქვეყნის მტრობა“.
„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟი, რომ საქართველო რაც შეიძლება, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იმდენად იყოს ევროსტრუქტურებთან და -სთან ურთიერთობები გართულებული, რომ ამის დალაგებას ან დიდი დრო დასჭირდეს, ან გართულდეს, ამას მტრობა ჰქვია და მეტი არაფერი. ამას ისინი თავისი ნებით არ აკეთებენ, ყველა მათი გადადგმული ნაბიჯი გარედან ნაკარნახევი გეგმის მიხედვით გადადგმული ნაბიჯებია. ჩვენ ვნახეთ უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ნაბიჯები, ყველაზე რადიკალური ეს ნაბიჯები ბოლო პერიოდში გახდა“, – განაცხადა მდინარაძემ.