ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდა

ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუდმივი განვითარების საჭიროება და წარმატება 21-ე საუკუნეში, მენეჯმენტის ფსიქოლოგია და კომუნიკაცია ორგანიზაციაში – ეს ის თემებია, რომელზეც მოწვეულმა ტრენერებმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ზურაბ მხეიძემ სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებულ პირებს ესაუბრნენ.
„ლექციების მიზანი ტურიზმის სფეროში დასაქმებულ თანამშრომელთა პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლებაა.
წლის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ასევე გეგმავს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით „სოციალური მედიის მართვა“, „ფსიქოლოგია გიდებისთვის“ და საბაზისო კურსი სომელიებისთვის. მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორის 1000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა. 26 დეკემბერს, რეგიონში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ გაიმართება. ღონისძიებაზე გამარჯვებულებს 14 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ