“გაფრთხილებთ, უკვე შეჭმული გაქვთ 60 მილიონზე მეტი!” – ნათელაშვილის განცხადება

საქართველოს პარლამენტის წევრებს
ასლი: საქართველოში აკრედიტირებული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს
სანამ გაემგზავრებით საშობაოდ უმაღლესი კლასის საზამთრო კურორტებზე თუ ტროპიკულ ზონებში პატივი მაქვს შეგახსენოთ, რომ უკვე ორი წელი სრულდება რაც ჩვენს წინააღმდეგ რუსი ოლიგარქის დავალებათა შესაბამისად შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას წაერთვა კანონიერად მოპოვებული უფასო სატელევიზიო რეკლამის უფლება, მცირე დაფინანსება და წარმომადგენლები ყველა დონის საარჩევნო კომისიებში. ამ პარტიის აკრძალვის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღების და შემდგომ არ შეცვლის გამო პასუხს აგებთ ყველა დეპუტატი მიუხედავად იმისა ხართ სახელისუფლებო უმრავლესობაში თუ ოპოზიციაში. კიდევ ერთხელ გაძლევთ წინადადებას უმოკლეს ვადაში დაგვიბრუნოთ წართმეული ყველა ეს უფლება და ასევე აგვინაზღაუროთ მიყენებული მატერიალური ზიანი, ამის პრეცენდენტი თქვენ უკვე გაქვთ როდესაც სპეციალურად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით გირჩსა და ელისაშვილის ე.წ პარტიას აუნაზღაურეთ ის თანხები რაც არც ეკუთვნოდათ არასოდეს. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: მე პირადად არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას და ბრძოლის შენელებას მიუხედავად იმისა რა რეპრესიებს მოგვიწყობთ და ამ უპრეცენდენტო დევნას პოლიტიკურად თუ სამართლებლივად არ გაპატიებთ სადაც არ უნდა იყოთ. გაითვალისწინეთ,რომ ჩვენი პარტიისათვის 1998 წლიდან ხმა მიცემული აქვს მილიონზე მეტ ამომრჩეველს, თქვენ უპირველესად ამ რეპრესიებით მათ უცხადებთ ომს რასაც ხალხი ასევე არასოდეს არ გაპატიებთ. ჩახედეთ ბიუჯეტს, განვლილ პერიოდში თქვენ ვითომდა პარტიულ-ფრაქციული საჭიროებებისთვის უკვე შეჭმული გაქვთ 60 მილიონზე მეტი ისე, რომ ერთ მიუსაფარს არ უგვრძნია თქვენი თანადგომა. შეგრცხვეთ მაინც.

ასევე დაგაინტერესებთ

თეა წულუკიანი – უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა და სხვა თანამდებობის პირებმა ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები, რომ სამხედრო გეგმა არ ჰქონდათ – გეგმა, რომელიც ჩვენმა ღირსეულმა სამხედროებმა შეადგინეს, იქნა გვერდზე გადადებული