„მექსიკური ამერიკა“ – მექსიკის პრეზიდენტი ტრამპს -ისთვის სახელის გადარქმევას სთავაზობს

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა, ს წინადადების საპასუხოდ, ტრამპს -ისთვის სახელის გადარქმევა და „მექსიკური ამერიკის“ დარქმევა შესთავაზა.
შეინბაუმმა ბრიფინგზე 1607 წლის მსოფლიო რუკა აჩვენა და აღნიშნა, რომ სახელი „მექსიკის ყურე“ ისტორიულია და ამ სახელს შეერთებული შტატების დაარსებამდე გამოიყენებდნენ.
ამასთან, შეინბაუმმა ხუმრობით შეერთებული შტატების ნაწილს „მექსიკური ამერიკა“ უწოდა.
„რატომ არ ვეძახით მექსიკურ ამერიკას? ლამაზად ჟღერს, არა?“ – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.
ამასთან, შეინბაუმმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ტრამპთან „კარგი ურთიერთობის“ იმედი აქვს.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს განცხადებით, მას სურს, მექსიკის ყურეს სახელი გადაერქვას და „ამერიკის ყურე“ ეწოდოს.
1tv.ge