ბლინკენი: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა “ღრმად შემაშფოთებელია” და “ქართული ოცნების” “სამწუხარო ქმედებების” წინააღმდეგ, პარტნიორებს აქვთ “მკაფიო ერთობა”.
საქართველოს შესახებ მან პარიზში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“რასაც ვხედავთ, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა, რაც ღრმად შემაშფოთებელია. ეს არამხოლოდ დემოკრატიული უკუსვლაა, არამედ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებისგან უკან დახევა. იმ მისწრაფებებისგან, რომელიც აშენებს ისეთ მომავალს, რომელიც კიდევ უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან.
ჩვენ ვნახეთ ეს უკუსვლა, ვნახეთ მთავრობის ქმედებები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იმ ხალხის მკაფიო სურვილს, ვიზეც ამტკიცებენ, რომ მათ წარმოადგენენ. ვნახეთ , რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, ვნახეთ რეპრესიული ქმედებები მთავრობის მხრიდან იმ ხალხზე, რომელიც ცდილობს ილაპარაკოს თავისუფლად, ღიად”, – თქვა ბლინკენმა.
მისივე სიტყვებით, საპასუხოდ, მათ დაასანქცირეს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, , ასევე მთავრობის სხვა წევრები, ამერიკული დახმარება შეუჩერეს საქართველოს ხელისუფლებას.
“ვფიქრობ, თქვენ ხედავთ მკაფიო ერთობას მიზნის მისაღწევად -ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა.
ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქცია დაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
42-ე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
„ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებამ გაამძაფრა პოლიტიკური კრიზისი, რაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა.
ფორუმი