ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა

ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა. 20 ოფიცერი მუშაობას უკვე შეუდგა. მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა მინისტრმა მიულოცა.
მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია. მას ეხება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის – არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება და პირველადი დამუშავება.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ალადაშვილი: საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია – ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ჩვენი გუნდის მუშაობით, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე