რამდენადაც ქართველები მამაცურად აგრძელებენ პროტესტს, აშშ-ს მხარდაჭერა ურყევად დარჩება – მარკ ვისი

“ვამაყობ, რომ ვარ MEGOBARI აქტის თანაინიციატორი და ვდგავარ ქართველ ხალხთან რუსული ჩარევისგან თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლაში” – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, მარკ ვისი პლატფორმა X-ზე წერს.
მარკ ვისი ჯო უილსონისა და 42 პოლიტიკოსის საერთო წერილს აზიარებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენადაც ქართველები მამაცურად აგრძელებენ პროტესტს, აშშ-ს მხარდაჭერა მათ მიმართ ურყევად დარჩება.
ვამაყობ, რომ ვარ MEGOBARI აქტის თანაინიციატორი და ვდგავარ ქართველ ხალხთან რუსული ჩარევისგან თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლაში – მომავლის, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებებს. რამდენადაც ქართველები მამაცურად აგრძელებენ პროტესტს, აშშ-ს მხარდაჭერა მათ მიმართ ურყევად დარჩება.” – წერს მარკ ვისი.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ