45-მდე უცხოელი პოლიტიკოსი ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

კანონმდებლები და ყოფილი პოლიტიკოსები ტრანსატლანტიკური პოლიტიკური სპექტრიდან დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი საქართველოში და უარყონ ს არალეგიტიმური რეჟიმი.
„ჩვენ მოვუწოდებთ ერთიანი პოლიტიკის გატარებისკენ, რომ არ გაიმართოს მაღალი რანგის შეხვედრები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის, სანამ ის არ დათანხმდება ახალ, სათანადოდ მონიტორინგით არჩევნების ჩატარებას. მოვუწოდებთ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილის რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და პროპაგანდისტებზე, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას და სუვერენიტეტს. ივანიშვილის პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩია, იგნორირება გაუკეთოს ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმურ შეშფოთებას ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, დანიშნა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სისასტიკით უპასუხეს ასიათასობით მომიტინგის ღამის პროტესტებს. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა დავდგეთ მის გვერდით“, — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საერთაშორისო მეგობრების განცხადებას 45 ხელმომწერი ჰყავს, რომელთაგან პირველი -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონია.
„მადლობელი ვარ, რომ წინ მივუძღვი საქართველოს საერთაშორისო მეგობრების ამ განცხადებას. მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ“, — წერს უილსონი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოზე – საჭიროა პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები