მშვიდობისთვის არის დასანქცირებული, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი“- რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

“ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მშვიდობისთვის არის დასანქცირებული.

“ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. დე-ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა 3 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ეს შანტაჟის მექანიზმად გამოეყენებინათ. ის გაყინული უზარმაზარი თანხა, რომელიც მან არ გაცვალა იმაში, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო, ვერ აპატიეს.

ბოლო კუდის მოქნევა იყო ამჟამინდელი ადმინისტრაციის დე იურე სანქცია. მაგრამ, ვფიქრობ, პირიქით საამაყოა, როდესაც შენს იმისთვის სანქცირდები, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ და პირად ინტერესებს მეორე ფლანგზე ამყოფებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მხოლოდ მადლიერები ვართ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ“. – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე