ფინეთის ხელისუფლებამ ტანკერ Eagle S-ს პორტის დატოვება აუკრძალა დარღვევის აღმოფხვრამდე

ფინეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სახელმწიფო სააგენტომ ზღვაში გასვლა აუკრძალა ნავთობის ტანკერ Eagle S-ს, რომელიც დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ფინეთის ყურის ფსკერზე დააზიანა ფინეთისა და ს დამაკავშირებელი ელექტროკაბელი Estlink 2. ამის შესახებ უწყების საიტი იტყობინება.
სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს 32 დარღვევა, რომელთა აღმოფხვრამდე შეუძლებელია გემის ექსპლუატაცია. სამი მათგანი, ექსპერტების აზრით, სერიოზულია: ისინი ეხება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას, სანავიგაციო აღჭურვილობას და ტუმბოების განყოფილების ვენტილაციას. „ნაკლოვანებების აღმოფხვრა საჭიროებს გარე დახმარებას რემონტისთვის და დრო დასჭირდება,“ აცხადებენ უწყებაში.
ბოლოს ასეთი შემოწმება, მედიაპორტალ Yle-ს ცნობით, 2023 წელს განახორციელეს განაში. ამის შემდეგ ორ თვეში გემი შეიძინა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულმა კომპანია Caravella-მ. სპეციალისტებმა მაშინ 24 დარღვევა აღმოაჩინეს და ზღვაზე გასვლა აუკრძალეს ხომალდს.
უცნობია, რამდენ ხანს რჩებოდა ტანკერი განის პორტში, სანამ მას ზღვაში გასვლის უფლებას მისცემდნენ. ფინელმა საზღვაო ექსპერტმა, რომელმაც შეისწავლა განაში დაწერილი ანგარიში, თქვა, რომ მანამდე არასოდეს უნახავს ამდენი დარღვევა ერთ გემზე.
ტანკერი Eagle S ერთადერთი გემია Caravella-ს ფლოტში. მისი კაპიტანი არის საქართველოს მოქალაქე დავით ვადაჭკორია. Financial Times-ისა და Lloyd's List-ის მიხედვით, ტანკერი რუსული ნავთობის გადაზიდვას ახორციელებდა და ეკუთვნის ს „ჩრდილოვან ფლოტს“, რომელიც შეიქმნა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. ხომალდი ჰელსინკის სასამართლომ დააკავა მანამდე, სანამ ფინეთსა და ესტონეთს შორის კაბელის გაწყვეტასთან დაკავშირებული გამოძიება დასრულდება.
შვედეთის გემმა HMS Belos-მა ადრე აღმოაჩინა და ფინეთის ყურის ფსკერიდან ამოიტანა Eagle S-ის ღუზა. Bloomberg-ის თანახმად, ფინელმა გამომძიებლებმა იპოვეს მრავალკილომეტრიანი კვალი ყურის ფსკერზე, სადაც დაზიანდა ელექტროკაბელი Estlink 2.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, ტერორისტული აქტია – დარწმუნებული ვარ, დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, დაკვეთა იყო BBC-ის თემაში

მიხეილ ყაველაშვილი – სამწუხაროა, რომ ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა – მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად იქნას გამოძიებული