Transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფასი გაიზარდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი 25 მილიონამდე გაიზარდა, რასაც Transfermarkt-ის განახლებული შეფასებები მოწმობს.
საქართველოს 21-წლამდელთა გუნდმა ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა. ხორვატია ევრო 2025-ის პლეი ოფში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. შესაბამისად, გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალმა ჩვენი მოთამაშეების გრაფაში ცვლილებები ძირითადად ამის გათვალისწინებით შეიტანა. გუნდის ჯამური ფასი 25.25 მილიონი ევროა.
ახალგაზრდა „ჯვაროსნების“ ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა სიას „ემპოლის“ 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე ლიდერობს, რომლის ტრანსფერიც 8 მილიონად შეფასდა. სამეულში ასევე არიან ირაკლი აზაროვი და საბა საზონოვი.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
საბა გოგლიჩიძე, „ემპოლი“ – 8.00 მილიონი ევრო
ირაკლი აზაროვი, დონეცკის „შახტარი“ – 4.50 მილიონი ევრო
საბა საზონოვი, „ემპოლი“ – 2.50 მილიონი ევრო
გაბრიელ სიგუა, „ბაზელი“ – 2.50 მილიონი ევრო
ლუკა გაგნიძე, მოსკოვის „დინამო“ – 1.50 მილიონი ევრო
საინტერესოა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი უფრო მეტია, ვიდრე ბევრი ეროვნული ნაკრების: ახალი ზელანდიის (23.83 მილიონი), კიპროსის (21.15), ს (18.85), ყაზახეთის (18.18), ბოლივიის (17.63), ლიეტუვის (16.53), აზერბაიჯანის (16.50), მოლდოვას (15.58), ჩინეთის (13.50), ბელარუსის (12.30), ს (11.53) და ლატვიის (10.95) ნაკრებების.
პირველი არხი