რუსეთის გადაწყვეტილებით, აფხაზები დღეში 6 საათი უშუქოდ იქნებიან

დეკემბერში, ს ე.წ მთავრობამ რუსეთს ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით მიმართა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავდა, რომ რეგიონი „პუმანიტარული კატასტროფის“ წინაშე აღმოჩნდებოდა, თუ ელექტროენერგიის მიწოდება არ აღდგებოდა.
ახლახან გავრცელებული ინფორმაციით კი, აფხაზეთში ელექტროენერგიის მომწოდებელმა კომპანია „ჩერნომორენერგომ“ დენის გათიშვის ხანგრძლივობა გაახანგრძლივა. დღეიდან, აფხაზეთში ელექტროენერგია 6 საათით გაითიშება.
მათი განცხადებით, აღნიშნული ზომები ს ფედერაციიდან სოციალური ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების აუცილებლობის გამო მიიღეს.