ოცნება უილსონზე: დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, უხეშად გვემუქრება

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადების მიხედვით, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი “დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა. მათი შეფასებით, უილსონი “დეგრადირებული პოლიტიკოსია ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ”.

“ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. “მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ “მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით – “სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და “დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითაც “დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის “დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.

შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ს გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს” – წერია განცხადებაში.

-ს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონმა X-ზე დაწერა, რომ ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა კონგრესში წარსადგენად.

“ორპარტიული ქართული კოშმარის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად! ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. აშშ არ აღიარებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მომხრე, პროირანულ ივანიშვილის რეჟიმს!” – წერს უილსონი X-ზე.

4 იანვარს, უილსონმა X-ზე ასევე დაწერა, რომ კონგრესმენ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვეზისთან ერთად, 119-ე მოწვევის კონგრესში, MEGOBARI აქტი ხელახლა წარადგინა.

როგორც გამოცემა, The Hill წერს, “კონგრესის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი, რომელიც ამ პოსტზე 3 იანვარს ხელმეორედ აირჩიეს, მარს უჭერს ამ კანონპროექტს და მიმდინარეობს მუშაობა, რომ ის მიამაგრონ მთავრობის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ კანონპროქტთან, რომელიც მარტში იქნება განხილული”.

წყარო