ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ ე.წ. სისხლიანი ბანერები გამოიყენონ.
“სისხლიანი ბანერები” იყო ეს ბანერები თუ როგორ იყო, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ბანერები ძალიან კარგად ასახავდა ნაცმოძრაობის სახეს. თუმცა მათი [PR-კონსულტანტების] იდეა, პრინციპში, არ იყო. თუ გაინტერესებთ. სხვა კონსულტანტების მხრიდან გაჩნდა ეს იდეა, რაც ძალიან წარმატებული იყო, რადგან ხალხს სჭირდება მუდმივად ნაცმოძრაობის სახის შეხსენება… [2024 წლის არჩევნებზე] შეიძლება დაგვჭირდეს, ვნახოთ… იმიტომ, რომ საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ის, რა დანაშაულები აქვს ნაცმოძრაობას თავის დროზე იმისათვის, რომ შეცდომა არ დაუშვას მომავალში”, – განაცხადა კობახიძე.