მოშე კლუგჰაფტი ოცნების სტრატეგიული მრჩეველი გახდა – პარტიამ კონტრაქტი უკვე გააფორმა

ქართული ოცნების ცნობით, მოშე კლუგჰაფტი და მირი მიქაელი საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიული მრჩევლები გახდნენ. მმართველმა პარტიამ მათთან კონტრაქტი გააფორმა.
ქართული ოცნება მოშე კლუგჰაფტის კომენტარსაც ავრცელებს, რომლის თქმითაც, “მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო – ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს“.
მმართველი გუნდი აღნიშნავს, კლუგაფტი და მიქაელი ACT NEWS-ის დამფუძნებლები არიან. ოცნება უთითებს, რომ მოშე კლუგჰაფტი მართავდა ს მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას 2018 წელს.
“მოშე კლუგჰაფტი არის საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მთელ მსოფლიოში. ის მუშაობდა პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსთან და პრემიერმინისტრ ბენეტთან ისრაელში, ასევე ავსტრიის კანცლერთან, საბერძნეთის პრემიერმინისტრთან, ს პრემიერმინისტრთან და სხვებთან.
კლუგჰაფტი მართავდა სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას 2018 წელს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო საპრეზიდენტო და ასევე მართავდა PSD-ის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) წარმატებულ კამპანიას რუმინეთში 2016 წლის არჩევნებისთვის. ის ფორბსმა აირჩია ს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად 40 წლამდე, ხოლო იერუსალიმ პოსტმა აირჩია 2020 წლის მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ებრაელს შორის.
მირი მიქაელი ბოლო 17 წლის განმავლობაში მუშაობდა, როგორც ისრაელის ჟურნალისტი ისრაელის წამყვან ტელეარხებზე. ბოლო წლებში მიქაელს მიჰყავდა უამრავ გადაცემა მიმდინარე მოვლენების შესახებ, სპეციალური საინფორმაციო გადაცემები და აშუქებდა არჩევნებს მე-13 და მე-12 არხებზე. მან ასევე გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატიები და მხატვრული სიუჟეტები მთავარ საინფორმაციო გამოცემებში.
მიქაელი ასევე იყო ევროპული კორესპონდენტი ტერორისტული თავდასხმებისა და ISIS-ის აღზევების პერიოდში და ამ პერიოდის განმავლობაში მან ინტერვიუ ჩამოართვა მსოფლიოს ბევრ ლიდერს, მათ შორის ბორის ჯონსონს და ანგელა მერკელს“, – ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მოშე კლუგჰაფტი ქართულმა ოცნებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის დაიქირავა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ადასტურებს, რომ სწორედ მისი იდეა იყო სალომე ზურაბიშვილის ბანერების ქართული ოცნების ბანერებით ჩანაცვლება. ამასთან, ვრელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუგჰაფტი საქართველოში იმყოფებოდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაც. მაშინ თბილისის სხვადასხვა ქუჩაში ე.წ სისხლიანი ბანერები განთავსდა, რომელზეც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ გამოსახულები. ამბობს, რომ “ეს არ იყო კონკრეტულად მოშე კლუგჰაფტის იდეა და შესაბამისად, ჩვენი არ იყო ბანერები. სხვა პიარკონსულტანტების იყო, რომლებმაც შესაბამის ადამიანებს ურჩია ასეთი ბილბორდების გაკვრა, ეს არ იყო მოშე კლუგჰაფტი და ეს არ იყო შესაბამისად, ჩვენი კამპანია”.