დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი: გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი -ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მას სურს, დანიის დაქვემდებარებაში მყოფი კუნძული გრენლანდია აშშ-ს შეუერთდეს.

დანიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუნძული მის მოსახლეობას ეკუთვნის.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ დანიის მთავრობის თვალსაზრისით, გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს“, – თქვა მან.

პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა გრენლანდიის „შესყიდვის“ სურვილი, რის გამოც მ განაცხადა, რომ კუნძული „არ იყიდება“.

2024 წლის დეკემბერში ტრამპმა განაახლა მსგავსი განცხადებები. ამავდროულად, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი კუნძულის დანიისგან დამოუკიდებლობის კამპანიას აძლიერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი