“ვინც ამას გაბედავს, მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ” – კორძახია

გმირთა მოედნის საგზაო არტერიების ეფექტურმა ფოტომ გადამაწყვეტინა შეგახსენოთ რამდენიმე მათემატიკურად დამტკიცებული პარადოქსი, რომლებიც ესტაკადებსაც ეხება (პარადოქსი იმიტომ ქვია, რომ მათემატიკურად მტკიცდება ის, რაც ინტუიციის საწინააღმდეგოა).
საგზაო მოძრაობის მკვლევარებმა და მათემატიკოსებმა დიდი ხანია (60 წლებიდან) დაამტკიცეს, რომ საგზაო ქსელის გაფართოება არამარტო არ ამცირებს საცობს, არამედ პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში ხელს უწყობს მას. Pigou-Knight-Downs პარადოქსი ადასტურებს, რომ გზების გაფართოება არ ამცირებს საგზაო ხარჯს, Downs-Thomson პარადოქსი ადასტურებს, რომ გზის გაფართოებამ შეიძლება გამოიწვიოს საცობი. Braess პარადოქსითაც გზების გამტარუნარიანობის გაზრდამ შეიძლება გაზარდოს მგზავრობის ხარჯი. დადგინდა, რომ საცობის/ხარჯის გაზრდა ხდება 3 გარემოების თანხვედრის გამო: 1. მძღოლები, რომლებიც ალტერნატიულ გზას ირჩევდნენ, გადმოერთვებიან გაფართოებულ ან მოკლე გზაზე. 2. მძღოლები, რომლებიც პიკის საათებში ერიდებოდნენ მგზავრობას, აქტიურები ხდებიან პიკის საათებშიც 3. გზების გაფართოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გადმორთვა ხდება საკუთარ მანქანებზე. ხოდა ვისაც ინტუიციურად მიაჩნია (რაც გასაკვირი არაა, მეც ასე მიმაჩნდა, Gigi Ugulavaსაც, მგონი Kakha Kaladze თავიდან, თვით ჩემი სენსეი Mevlud Meladze მოითხოვს ესტაკადების დამატებას გმირთა მოედანზე), რომ ესტაკადების, ზოლების და ახალი გზების დამატებით, საცობების პრობლემა გადაწყდება, შეუძლია აიღოს კალამი და ფურცელი და იპოვოს პატივცემული მათემატიკოსების ფორმულებში შეცდომები. (ისინი ბმულშია). ვინც ამას გაბედავს, მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ბევრი არ გვყავს გამოჩენილი მათემატიკოსები ქართველებს.