ჩინეთის პრეზიდენტი – მიწისძვრით დაზარალებულების გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

მიწისძვრით დაზარალებულების გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ტიბეტში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ განაცხადა.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ევაკუირებული ადამიანებისა და დაშავებულებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.
„ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის, დაშავებულებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევისა და მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა სი ძინპინმა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ტიბეტის მთიან რეგიონში მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-ს აღწევს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 130-ს.
დღეს დილით, ადგილობრივი დროით 9:05 საათზე მოხდა, რომლის ეპიცენტრი ტინგრის ოლქი იყო.
-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა