„ალილოს“ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება

ქრისტესშობას, თბილისსა და მთელ საქართველოში, სადღესასწაულო საზეიმო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.
თბილისში მსვლელობა 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. სადღესასწაულო მსვლელობის დროს „ალილოს“ მონაწილეებს პრეზიდენტი, პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეხვდებიან.
„ალილოს“ მონაწილეები შობას მიულოცავენ პატრიარქს და მსვლელობა დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.
„ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 2 000 წელს აღდგა. მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და ალილოს მონაწილეებისთვის – განსხვავებული შესამოსელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი