ბრაზილიამ ყაზახეთს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავი ყუთების მონაცემები გადასცა

ბრაზილიის საჰაერო ძალების გამომძიებლებმა ყაზახეთში 25 დეკემბერს ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ორი შავი ყუთის მონაცემების ამოღება დაასრულეს და ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყველა მონაცემი გადაეცა ყაზახეთის საგამოძიებო ორგანოს, საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად“, – ნათქვამია ბრაზილიის საჰაერო ძალების განცხადებაში.
შეგახსენებთ, ყაზახეთმა ქალაქ აქტაუში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის, Embraer 190-ის შავი ყუთები ბრაზილიაში გაგზავნა. შავი ყუთების გაშიფვრაში მონაწილეობის მისაღებად ბრაზილიაში ჩავიდნენ სპეციალისტები დან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან.
თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი ს საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. მან კატასტროფა ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას განიცადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი