Reuters – უკრაინაში დონალდ ტრამპის მომავალმა წარმომადგენელმა კიევში ვიზიტი ინაუგურაციამდე გადადო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს მომავალმა წარმომადგენელმა ში, კიტ კელოგმა კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში დაგეგმილი მოგზაურობა ტრამპის ინაუგურაციამდე გადადო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი, რომელიც უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უნდა გახდეს, კიევში ჩასვლას უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრას თავდაპირველად იანვრის დასაწყისში გეგმავდა.
Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ კელოგი უკრაინაში ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ გაემგზავრება, თუმცა თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, რა მიზეზით გადადო კიტ კელოგმა ვიზიტი.

ასევე დაგაინტერესებთ