,, საპატრიარქოს მესვეურები ზეიმობთ? რა ცინიზმია… ა, ჰო, თქვენ ხომ რუსული ეკლესიისა და ეფ-ეს-ბეს ფილიალი ხართ” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,უდანაშაულოდ, სამშობლოს სიყვარულისთვის გისოსებს მიღმა მყოფ გმირებს – ჩვენს შვილებს, ძმებს, თანამებრძოლებს ამ შობასაც გილოცავთ.
შობა!… რა მნიშვნელობა აქვს რომელი და ვისი…
შობა!
რას ზეიმობთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, ხელისუფლებას რომ სიმართლისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქრისტეს შვილები – შეთითხნილო ბრალდებებით ჰყავს დატუსაღებული?
ქრისტეს ატყუებთ, რომ მისი დაბადება გიხარიათ და ვითომ მისი მსახურნი მარბიელთა რაზმებს მეთაურობთ, მოძღვრავთ და ლოცავთ.
რა ნამუსით ამბობთ, რომ შობის სიდიადის განცდა შეგიძლიათ, როცა საქართველოს მთავარ გამზირს და ქუჩებს რეჟიმის ჯალათები ქრისტეს შვილების სისხლით რწყავდნენ და თქვენ საკუთარი “მწყემსის” სახელით რეჟიმს ს მოპარვას ულოცავდით…
როგორ ვირწმუნო თქვენი გულწრფელი მსახურება ქრისტესადმი, როდესაც დღეს – როცა თქვენ შობას იზეიმებთ – დედები იტირებენ, მამები ცრემლებს ვერ დამალავენ მათი უდანაშაულო – სამშობლოს, სიმართლის -ანუ ქრისტეს წესების დამცველი შვილების ტუსაღობის გამო.
რას ზეიმობთ, როცა დღეს, ერთმა, იმ ტუსაღთაგან, მამა ვერ გააცილა უკანასკნელ გზაზე?
შობას ზეიმობთ? ქრისტეს შობას? ანუ სიყვარულის, სამართლიანობისა და თავისუფლების დაბადებას? საპატრიარქოს მესვეურები ზეიმობთ? რა ცინიზმია…
ა, ჰო, თქვენ ხომ რუსული ეკლესიისა და ეფ-ეს-ბეს ფილიალი ხართ და უნდა იზეიმოთ, რათა თქვენი უსამართლობა, სიძულვილი და მონობა დამალოთ.
უფალი მოწყალეა, თუმცა არა თქვენთვის – ვინც მისი სახელით მოქმედებთ და მის მოტყუებას ცდილობთ.

ვისაც გულწრფელად გიხარიათ შობა და დღეს აღნიშნავთ, გილოცავთ!“

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება