“სინგაპური, ფილიპინები, პაკისტანი, საუდის არაბეთი, დუბაი… 13 დეკემბრიდან დღემდე, 96%-ით ვართ დატვირთული” – ჰოტელიერი

ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი BM.GE-სთან ზამთრის ტურისტულ სეზონს აფასებს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გუდაურში სეზონი გახსნეს, ანუ 13 დეკემბრიდან დღემდე, მათი დატვირთვა 96%-ს შეადგენს, როცა გასულ წელს დატვირთა 63% იყო.
მაია მურაჩაშვილის თქმითვე, 20-25%-ით გაზრდილია სასტუმროში განთავსების ფასები, რასაც იგი გაზრდილი კვების პროდუქტების ფასითა და ხელფასების ზრდით ხსნის.
„გუდაურში სეზონი უფრო ადრე გავხსენით, ვიდრე ოფიციალურად სეზონი გაიხსნებოდა. 13 დეკემბრიდან დღემდე 96%-იანი დატვირთვა გვაქვს. წინა წლებს თუ შევადარებთ, შარშანდელი დატვირთვა გვქონდა 63%. ანუ შედარებით ინტენსიური დატვირთვა გვაქვს, პლუს ფასია მომატებული, დაახლოებით 20-25%-ით. როდესაც მომართვიანობა და მოთხოვნა იზრდება, ბუნებრივია ფასიც იზრდება. გარდა ამისა, ფასის მატებას სხვა ფაქტორებიც განაპირობებს, მათ შორის კვების პროდუქტების გაძვირება, ხელფასების მომატება, რომელიც შარშანდელთან შედარებით 20-25%-ით, ზოგჯერ კი 50%-ითაც კი ხდება. აქედან გამომდინარე, ფასებიც გაიზარდა.
ზოგჯერ არის მომენტი, ადამიანები ქუჩიდან შემოდიან, ჯავშნის გარეშე და შემდეგ ის დარჩენილი ოთახებიც ივსება. მე როგორც ჩემი კონკურენტებისა და კოლეგების ონლაინ გამოტანილ გასაქირავებელ ოთახებს ვუყურებ, ეს მდგომარეობა გრძელდება 15 რიცხვამდე. ანუ 15 დეკემბრამდე თითქმის ან გაყიდულია სასტუმროები, ან თითო-ოროლა ოთახები აქვთ დარჩენილი. მაგალითად, დღეს, თოვლი რომ მოვიდა, 12 ახალი ჯავშანი მაშინვე მივიღეთ. ამ კუთხით ნამდვილად ვარდნა არ არის. ამის გათვალისწინებით, შეიძლება იანვრის მეორე ნახევარიც კი შარშანდელთან შედარებით უკეთესი იყოს“,- ამბობს ჰოტელიერი.
მურაჩაშვილი განმარტავს, რომ როგორც წესი, საქართველოს ზამთრის კურორტებზე 7 იანვრიდან 30 იანვრამდე საშუალო სეზონია, შესაბამისად ფასიც იკლებს ხოლმე, თუმცა წელს ის შემთხვევაა, როდესაც იანვრის დატვირთვა თებერვალს სჯობს.
„თებერვალში, როდესაც უკვე ჩემპიონატები უნდა ჩატარდეს, იანვართან შედარებით თებერვალი უფრო ცუდი ჩანს. ამ ეტაპზე 56.5% – ზე მაქვს დატვირთვა. თუმცა, მოლოდინი კარგია და შედეგები თებერვლის დასაწყისში უფრო ნათელი იქნება.
წელს სტუმრები ძალიან დივერსიფიცირებულია. გვსტუმრობენ აზიიდან, სინგაპურიდან, ფილიპინებიდან, დან, დან, დუბაიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან. რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, აქტიურია გერმანია ჩეხეთი, ავსტრია, პოლონეთი. ძალიან არის შემცირებული ს ფედერაცია. ფაქტობრივად მგონი აღარც არის. ლიდერობს საუდის არაბეთიდან და ინდოეთიდან შემოსული სტუმრები.
რეალურად, რასაც ვუყურებთ რუსეთიდან აქტიურად მოდიოდა ჯავშნები, თუმცა მათ უჭირთ თანხის გადმორიცხვა, ჩვენ კიდევ სასტუმროში წინასწარი გადმორიცხვის გარეშე ჯავშანს არ ვაკეთებთ. შესაბამისად, საკმაოდ უჭირთ აქ დაჯავშნა და მხოლოდ ადგილზე მოსვლით თუ დაჯავშნიან ნომერს“, – ამბობს მაია მურაჩაშვილი.
როგორც ჰოტელიერი აღნიშნავს, წელს ქართველების წილი საახალწლო პერიოდში 12%-ს შეადგენდა, მაშინ, როდესაც გასულ წელს მაჩვენებელი 6% იყო. მცირე პროცენტულ მაჩვენებელს მაია მურაჩაშვილი იმით ხსნის, რომ კურორტი ძვირიანია, შესაბამისად, მომხმარებლების დიდი წილი უცხოელებზე მოდის.