ჯო ბაიდენმა გარემოს დაცვის მიზნით, ატლანტის და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვა აკრძალა

თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად აკრძალა ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვა ატლანტის და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. აკრძალვა 625 მილიონ აკრზე ვრცელდება (დაახლოებით 263 ჰექტარი).
გადაწყვეტილების მიზეზი, ზღვის ეკოსისტემის და ადგილობრივი ეკონომიკის, მათ შორის თევზჭერისა და ტურიზმის, ნავთობის გაჟონვებისა და ბურღვითი სამუშაოების შედეგებისგან დაცვაა.
„ამერიკელების თითქმის 40% სანაპირო რაიონებში ცხოვრობს, მათი კეთილდღეობა დამოკიდებულია ჯანსაღ ოკეანეზე. დღევანდელი ქმედებებით, პრეზიდენტი ბაიდენი გარანტიას გვაძლევს, რომ ეს რეგიონები დარჩება ჯანსაღად და დაცული იქნება ნავთობის გაჟონვის რისკისგან“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
აკრძალვა ვრცელდება აშშ-ის მთელი აღმოსავლეთ სანაპიროს, მექსიკის ყურის აღმოსავლეთ ნაწილზე, წყნარი ოკეანის სანაპიროს კალიფორნიის, ორეგონისა და ვაშინგტონის გასწვრივ, ასევე ბერინგის ზღვის ტერიტორიას, ალასკის ირგვლივ.