ვინ არის Novikov Group-ის მფლობელი, რომელიც თბილისში რუსული რესტორნების ფილიალს ხსნის

ახლახან ცნობილი გახდა, რომ თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში რუსული რესტორნების ქსელი სოროვარნაია იხსნება. მას თბილისში რუსულის ნაცვლად ინგლისური სახელი ექნება და Cheesfarm ერქმევა.
რესტორანი Novikov Group-ს ეკუთვნის. ის არკადი ნოვიკოვის ბიზნესია. არკადი ნოვიკოვი ცნობილია კორუფციული სკანდალებით. ის კრემლთან დაახლოებული პირია.
2012 და 2018 წლებში ნოვიკოვი ს საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. პუტინის მხარდაჭერის შემდეგ, ნოვიკოვის კომპანია ინტელმა ღონისძიებების მომსახურებისთვის 2 მილიონი რუბლის ღირებულების მინიმუმ ოთხი სამთავრობო კონტრაქტი მიიღო.
გარდა ამისა, არკადი ნოვიკოვი იყო მოსკოვის მერის, სერგეი სობინიანის რწმუნებულიც.
Sova News-ის ცნობით, ნოვიკოვი რუსეთის პრემიერმინისტრის მიხეილ მიშუსტინთანაცაა დაკავშირებული. გამოცემის თანახმად, 2020 წელს მედიამ აქტიურად დაიწყო საუბარი ნოვიკოვის კორუფციულ კავშირებზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი რესტორნების პარტნიორები არიან პრემიერმინისტრის, მიშუსტინის და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ანატოლი სერდიუკოვას ოჯახის წევრები. თავად ნოვიკოვი რუსეთის პრემიერთან მეგობრობაზე ამბობდა, რომ “მეგობრობა მეგობრობაა, სამსახური კი სამსახური”, თუმცა არ გამორიცხავდა, რომ როგორც ბოლო საშუალება, შეუძლია “საკონტროლო” ზარის გამოყენება მეგობართან.
Smart Press-ის ცნობით, საქართველო გახდება მეექვსე ქვეყანა მსოფლიოში, სადაც Novikov Group-ის რესტორანი სიროვარნაია გაიხსნება. მისი ფილიალები ასევე მდებარეობს დუბაიში, ერევანში, ალმატიში, დუშანბესა და ტაშკენტში.
რესტორნის გახსნის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.