რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას „ალილოს“ მსვლელობის მონაწილეები შეუერთდნენ – შობის ღამეს შესრულდება საყოველთაო „ალილო“

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას თბილისის სხვადასხვა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ალილოს მსვლელობის მონაწილეები შემოუერთდნენ.
უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან აპირებენ შობის ღამის შეხვედრას. დემონსტრანტებს აქციაზე საეკლესიო სანთლები აქვთ დანთებული.
პროტესტის მონაწილეები ადგილზე ერთმანეთს ტკბილეულითა და ნამცხვრებით უმასპინძლდებიან. შობის დადგომისას კი ისინი საყოველთაო “ალილოს” შესრულებას აპირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: “წერილებს” დაწერდა ეს მილიონების მომპარავი პრემიერი, რომ არ დაეჭირათ? კაცო ეს ხომ ის პრემიერია ბანდებს რომ მფარველობდა “კუნთმაგარ “ ბიჭებს და ალტინფოს რომ ახვედრებდა მოქალაქეებს და სიკვდილამდე მიჰყავდათ ხალხი