dynamo.kiev.ua-ს ცნობით, თბილისის “დინამო 2”-ის 18 წლის ცენტრალური მცველი და კაპიტანი გიორგი მეფარიშვილი კიევის “დინამოში” (U-19) გაივლის სინჯებს.
მეფარიშვილმა მიმდინარე სეზონში თბილისის “დინამო 2”-ში 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის შეკრებას კიევის “დინამოს” 19-წლამდელებში გაივლის და პირველ გუნდში არ ივარჯიშებს.
გამოცემა იტყობინება, რომ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის “დინამოდან” კიევის “დინამოში” გელა სადღობელაშვილის გადასვლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.