მსოფლიო მასშტაბით, როგორც ავადმყოფობას, ისე ანადგურებს კონსერვატიული დღის წესრიგი, ლიბერალურ სიგიჟეებს

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს თანამდებობიდან გადადგომას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ჯასტინ ტრუდოს თანამდებობიდან გადადგომა ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟის დასაწყისია.
მისივე თქმით, მალე ლიბერალური ავადმყოფობა, ქართული ტრადიციული საზოგადოებიდან სამუდამოდ განიდევნება.
„ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟის დასაწყისი! ტრამპის გაპრეზიდენტებით დაწყებული, ევროპული ლიბერალიზმის დეკადანსი, ამერიკის კონტინენტზე გადავიდა.
გერმანია ნიდერლანდები ბელგია საფრანგეთი ესპანეთი ავსტრია ბულგარეთი რუმინეთი დღეს კანადა და დიდი ალბათობით, მალე დიდ ბრიტანეთშიც გადადგება მთავრობა! მოკლედ, ლიბერალური სიგიჟის სივრცე ევროპის მასშტაბით, ბალტიის ქვეყნები და ლოკალურ დონეზე, ქართული რადიკალური ოპოზიცია დარჩება.
მსოფლიო მასშტაბით, როგორც ავადმყოფობას, ისე ანადგურებს კონსერვატიული დღის წესრიგი, ლიბერალურ სიგიჟეებს. და ძალიან მალე, ლიბერალური ავადმყოფობა, როგორც კეთრი, ჯანსაღი ორგანიზმიდან – ქართული ტრადიციული საზოგადოებიდან სამუდამოდ განიდევნება!“ – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად