დონალდ ტრამპი – აშშ უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტებისა და სუბსიდიებისგან, რომელიც კანადას თავის გატანისთვის სჭირდება, ვეღარ დაზარალდება, ტრუდომ ეს იცოდა და ამიტომ გადადგა

კანადაში 51-ე შტატად ყოფნა ბევრ ადამიანს უყვარს, – ასე ეხმაურება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს გადადგომას.
„აშშ უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტებისგან და სუბსიდიებისგან, რომელიც კანადას თავის გატანისთვის სჭირდება, ვეღარ დაზარალდება. ჯასტინ ტრუდომ ეს იცოდა და ამიტომ გადადგა. თუ კანადა აშშ-სთან გაერთიანდება ტარიფები არ იქნება, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდება, ისინი დაცულები იქნებიან რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად გარს ეხვევიან. ერთად, რა დიდებული ქვეყანა იქნებოდა!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
შეგახსნებთ, დღეს, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა. ჯასტინ ტრუდო თანამდებობაზე მმართველი „ლიბერალური პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევამდე დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?