კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო თანამდებობას ტოვებს

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ ტოვებს მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას.
ტრუდო ასევე აპირებს გადადგეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდანაც, როგორც კი მისი პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
ტრუდო პოლიტიკაში 2008 წელს მოვიდა, ხოლო კანადის პრემერ-მინისტრი 2015 წლიდან არის. მისი მამა ელიოტ ტრუდო ასევე იყო ამ ქვეყნის პრემიერი და ისიც გადადგა 40 წლის წინ.
‘ეს ქვეყანა იმსახურებს ნამდვილ არჩევანს შემდეგ არჩევნებზე და ჩემთვის ნათელი გახდა, რომ თუ მომიწევს შიდა ბრძოლების გამართვა, მე ვერ ვიქნები საუკეთესო გამოსავალი მომავალ არჩევნებში”, – განაცხადა ტრუდომ.
ცოტა ხნის წინ კანადის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა ტრუდოს მრავალწლიანმა პოლიტიკურმა მოკავშირემ და თანამოაზრე კრისტია ფრილანდმა.
CNN-ის თანახმად, ტრუდო ამ გადაწყვეტილებამდე არაერთმა პოლიტიკურმა კრიზისმა მიიყვანა, დაწყებული ს მუქარით სავაჭრო ტარიფებზე, გაგრძელებული თანამოაზრეების გადადგომითა და ნეგატიური სოციოლოგიური გამოკითხვების შედგებით. კანადაში მთავარი მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და ამ კონფიგურაციით ტრუდოს პარტია დიდი ალბათობით წააგებდა ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიასთან, შესაბამისად არჩევნებამდე მას ისედაც მოუწევდა დიდი ალბათობით თანამდებობის დატოვება..
· კანადის პრემიერ-მინისტრი ირპენში ჩავიდა
· რუსეთმა ქვეყანაში შესვლა კანადის პრემიერ-მინისტრსაც აუკრძალა
· კანადა წყვეტს დან ნავთობის იმპორტს, ს იარაღით მოამარაგებს

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გვესმის განცხადებები, რომ უკრაინა ევროპის ფრონტის წინა ხაზია და ვერ ვხედავთ ვერცერთ ევროპელ ჯარისკაცს – თუკი ევროკავშირი ამბობს, რომ წინა ხაზია, კეთილი ინებოს, ჩაჯდეს სანგრებში და იომოს მხარდამხარ

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერზე – იქნებ ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც – თუ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს არ დაგმობს, ის მაინც თქვას, რომ ეს ძალადობრივი შტურმი ევროპული საქციელი არ არის