საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
“ამ განსაკუთრებით ტრაგიკულ და მტკივნეულ წუთებში, საფრანგეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში, სოფელ საბერიოში ტრაგიკული ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.