Politico – ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს დაავალა

ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს დღეს შეხვდა, მას შემდეგ რაც კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ ავსტრიის კონსერვატიულ „სახალხო პარტიასა“ და „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა და ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა თანამდებობა დატოვა.
„ბატონი კიკლი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია გამოსავალი იპოვოს“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გასულ წელს გამართულ ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე, პოპულისტური „თავისუფლების პარტია“ პირველ ადგილზე, ხოლო „სახალხო პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – შარმანაშვილმა კი, 2013 წელს, ელჩობის დროს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომის საჯაროობა დაცულია, გაშუქების საკითხზე გადაწყვეტილებას კი თავად არ იღებს