9 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი „ჰადსონის“ ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

ხუთშაბათს, 9 იანვარს, „ჰადსონის“ ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს , – ამის შესახებ ინფორმაციას „ჰადსონის“ ინსტიტუტი ავრცელებს.
„შემოუერთდით „ჰადსონს“ თავისუფლებისთვის მებრძოლისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სპეციალური მიმართვისთვის, რომელსაც კონგრესმენ ჯო უილსონის კომენტარი და ექსპერტთა პანელის დისკუსია მოჰყვება“, – ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება.
სალომე ზურაბიშვილისა და ჯო უილსონის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას „ჰადსონის“ ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი ლორა თორნტონი, -ის ყოფილი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლკერი და „ჰადსონის“ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი მიიღებენ.