მოხარული ვარ, რომ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაიცავს დემოკრატიას ევროპასა და, კონკრეტულად, ევროკავშირში – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრი, გურამ მაჭარაშვილი ევროკომისიის მიერ წარდგენილ “დემოკრატიის დაცვის პაკეტს” ეხმაურება, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს.
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მათი კანონპროექტის ანალოგის მიღება ევროკავშირის მიერ, ნიშნავს იმას, რომ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი შეესაბამებოდა დასავლურ სტანდარტებს და მიზნად ისახავდა უცხოური გავლენების შემცირებასა და გამჭვირვალობის გაზრდას.
“თუ ადრე ჩვენ გვიწევდა ამის მტკიცება და ხალხს ვაგებინებდით, რომ ეს არ იყო რუსული, ახლა ევროკომისიის ორი ვიცე-პრეზიდენტი და ევროპარლამენტარები ამტკიცებენ, რომ ისინი, თურმე არ იღებენ რუსულ კანონს. კი ბატონო, ჩვენ კი ვეთანხმებით, რომ ჩვენი კანონი, რომელსაც იღებენ ევროპარლამენტში, რუსული არ არის, მაგრამ რადიკალები ეთანხმებიან? მე ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ ახლა, რომ ევროპაში არ დაუშვან ის კატასტროფა, რომ იქ რუსული კანონი არ მიიღოს ევროპარლამენტმა. ჩვენ კანონპროექტს დაარქვეს დემოკრატიის დაცვა და მე ვარ მოხარული, რომ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაიცავს დემოკრატიას ევროპაში და კონკრეტულად, ევროკავშირში,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

25 წლის ასაკში დამიჭირეს „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო და 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო, აშშ-ში რომ კანონი მოქმედებს ისეთის გაცილებით ლოიალური ვერსიის მიღების და გამოტანის გამო თურმე დამასანქცირეს. იმედია 65 წლის რომ ვიქნები წაკითხვის გამო თოფს არ მესვრის ვინმე

არაერთხელ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის სამართლებრივი ხედვები, მაგრამ ახლა, როცა ეს ორგანო მიკერძოების მაღალი ხარისხით, ჩვენგან ანტი ზნეობრივი პრაქტიკის გაზიარებას ითხოვს, პასუხი იქნება არა!

ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით – ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით